მენიუ

ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) საღეჭი ტაბ. N50

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ასკორბინის მჟავა – 50 მგ; დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, მონოჰიდრატი, საკონდიტრო შაქარი;
კალციუმი სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, კაჟის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; ტალკი, არომატიზატორი ფორთოხლის 526 ნატურალური; ,,ყვითელი მზის ჩასვლა FCF“ (E110)

სამკურნალო ფორმა. საღეჭი ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მთლიანი სწორი, მრგვალი ცილინდრები ღია ყვითელი ფერიდან სტაფილოს ფერამდე რომელთა ზედა და ქვედა ზედაპირი ბრტყელია, ზედაპირის კიდეები მრუდი ერთი მხრიდან თეთრი ფერის ნაჭდევით გაყოფილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ფარმაკოდინამიკა.
ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ნახშირწყლების, თიროზინის, რკინის მეტაბოლიზმში, ფოლის მჟავის ფოლინის მჟავად გარდაქმნაში, სისხლის შედედებაში, სტეროიდული ჰორმონების, კოლაგენის და პროკოლაგენის წარმოქმნაში, ქსოვილების რეგენერაციაში, კაპილარების შეღწევადობის რეგულაციაში, ლიპიდების და ცილების სინთეზში, უჯრედული სუნთქვის პროცესებში. ვიტამინი C ხელს უწყობს ინფექციების და გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის ზრდაში. ასკორბინის მჟავას გააჩნია ანტიდოტური თვისებები. ხელს უწყობს რკინის აბსორბციას ნაწლავებში და მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში.

ფარმაკოკინეტიკა.
პერორალური მიღების შემდეგ ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში განისაზღვრება 4-7 საათის  შემდეგ. სისხლის პლაზმიდან ის აღწევს უპირველეს ყოვლისა სისხლის ელემენტებში (ლეიკოციტი, ტრომბიციტი, ერითროციტი), შემდეგ ყველა ქსოვილში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 25%.
ასკორბინის მჟავა შექცევადად იჟანგება დეჰიდროასკორბინის მჟავის გარდაქმნაში, ნაწილი მეტაბოლირდება ასკორბატ-2-სულფატის და მჟაუნ-მჟავის წარმოქმნით, რომელიც გამოიყოფა შარდით. ასკორბინის მჟავის ნამატი გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით.

კლინიკური დახასიათებები.
ჩვენება.
C ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება C ვიტამინზე ზრდის პერიოდში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; გაძლიერებული ფიზიკური და გონივრული დატვირთვის დროს, ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციისას, ჰემორაგიული დიათეზის დროს, სისხლდენის დროს კომპლექსურ თერაპიაში (ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან), სხივური დაავადების, ადისონის დაავადების, ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირების დროს, რბილი ქსოვილების და ინფიცირებული ჭრილობების დროს, რომლებიც ნელნელა ხორცდება, ძვლების მოტეხილობების დროს.

უკუჩვენება.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, თრომბოზი, თრომბოზების მიმართ მიდრეკილება, თრომბოფლებიტი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის მძიმე დაავადებები, შარდ-კენჭოვანი დაავადება (დღეღამეში 1 გ. მეტი მიღების დროს), ფრუქტოზის აუტანლობა.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
რადგან ასკორბინის მჟავას გააჩნია მსუბუქი მასტიმულირებელი მოქმედება, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება დღის ბოლოს. ასკორბინის მჟავის კორტიკოსტეროიდულ ჰორმონებზე მასტიმულირებელი ზეგავლენასთან გამო მისი დიდ დოზებშიგ ამოყენების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის და არტერიული წნევის კონტროლი.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ან სხვა სახის ურთიერთქმედება.
პრეპარატი ამცირებს სულფანილამიდური პრეპარატების ტოქსიურობას, ამცირებს ჰეპარინის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ხელს უწყობს რკინის ათვისებას, ზრდის პენიცილინის და ტეტრაციკლინის შეწოვას, აძლიერებს სალიცილატების გვერდითი მოქმედების ეფექტს (კრისტალურიის განვითარების რისკი). ასკორბინის მჟავას აბსორბცია მცირდება პერორალური კონტრაცეპტული საშუალებების ერთდროული გამოყენების, ხილის და ბოსტნეულის წვენების და ტუტიანი სასმელების მიღების დროს. C ვიტამინის და დეფეროქსამინის ერთდოული მიღება ზრდის რკინის ქსოვილოვან ტოქსიურობას, განსაკუთრებით გულის კუნთში, რაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის დეკომპენსაცია. მისი გამოყენება შეიძლება დეფეროქსამინის ინექციიდან 2 საათის შემდეგ. მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღება იმ პირებში, ვინც მკურნალობს დისულფირამინით, აფერხებს დისულფირ-ალკოჰოლის რეაქციას. პრეპარატის დიდი დოზები ამცირებს სამციკლიანი ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების – ფენოთიაზინის წარმოებულების, ამფეტამინის არხებიანი
რეაბსორციის ეფექტურობას, ზრდის თირკმლით მექსილეტინის გამოყოფას. ასკორბინის მჟავა ზრდის ეთანოლის საერთო კლირენსს. ქინოლინის რიგის პრეპარატები, კალციუმის ქლორიდი, სალიცილატები, კორტიკოსტეროიდები ხანგრძლივი გამოყენების დროს ამცირებენ ორგანიზმში ასკორბინის მჟავას მარაგს. C ვიტამინი ხელს უწყობს ალუმინის შეწოვებას ნაწლავში, რაც გასათვალისწინებელია ალუმინის შემცველი ანტაციდებით ერთდროული მკურნალობის დროს. დიდ დოზებში გამოყენებისას ასკორბინის მჟავა გავლენას ახდენს ვიტამინ B12 რეზორბციაზე. C ვიტამინი აძლიერებს ოქსალატების გამოყოფას შარდით, ამდაგვარად იზრდება შარდში ოქსალატური კენჭების ფორმირების რისკი.

გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის დიდი დოზების და ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია თირკმელების ფუნქციის და არტერიული წნევის, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
რეკომენდებულია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება ანამნეზში თირკმელის დაავადების მქონე პაციენტებისთვის. შარდკენჭოვანი დაავადების დროს ასკორბინის მჟავას დოზა არ უნდა
აღემატოს 1 გ. არ შეიძლება პრეპარატის დიდი დოზებით დანიშვნა სისხლის მომატებული შედედების უნარის მქონე ავადმყოფებში. რადგან ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის აბსორბციას, მისი გამოყენება მაღალ დოზებში შეიძლება სახიფათო იყოს იმ ავადმყოფებისთვის, რომლებიც დაავადებული არიან ჰემოქრომატოზით, თალასემიით, პოლიციტემიით,
ლეიკიმიით და სიდერობლასტური ანემიით. პაციენტებში, ვის ორგანიზშიც რკინის მაღალი შემცველობა აქვს, პრეპარატი ინიშნება მინიმალურ დოზებში. ასკორბინის მჟავის შეწოვა შეიძლება დაირღვეს ნაწლავური დისკენზიის, ენთერიტების და აქილიის დროს. სიფრთხილით გამოიყენება გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფეციტით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. ასკორბინის მჟავამ, როგორც აღმდგენმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ლაბორატორული კვლევების შედეგებზე, მაგალითად სისხლში გლუკოზის, ბილირუბინის შემცველობის, ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობის განსაზღვრის დროს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება დოზირების მიხედვით რეკომენდაციების და ექიმის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა რეკომენდირებული დოზების მკაცრი დაცვა და არგადაჭარბება.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
პრეპარატი თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას რეაქციის სიჩქარეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა და სხვა მექანიზმებით მუშაობის დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ. მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ასაკიდან პროფილაქტიკის მიზნით მიიღება 1-2 ტაბლეტი (50-100 მგ) დღე-ღამეში, 4 დან 14 წლამდე ბავშვებში – 1 ტაბლეტი (50 მგ) დღე-ღამეში. სამკურნალო დოზები 14 წლიდან ბავშვებში და მოზრდილებში შეადგენს 1-2 ტაბლეტს (50-100 მგ) 3-5 ჯერ დღეში, 4დან 7 წლამდე ბავშვებში 1-2 ტაბლეტი (50-100 მგ) 2-3 ჯერ დღეში, 7-10 წლის ბავშვებში 2 ტაბლეტი (100 მგ) 2-3 ჯერ დღე-ღამეში, 10-14 წლის ბავშვებში 2-3 ტაბლეტი (100-150 მგ) 2-3 ჯერ დღე- ღამეში. ორსულებში და ნამშობიარებ ქალებში რძეში C ვიტამინის დაბალი დონის დროს მიიღება 6 ტაბლეტი (300 მგ) დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პროფილაქტიკისთვის 2 ტაბლეტი (100 მგ) დღე-ღამეში ძუძუთი კვების პერიოდში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობზე და განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

ბავშვები.
პრეპარატის მიღება შეიძლება ბავშვებში 4 წლიდან.

ჭარბი დოზირება.
ასკორბინის მჟავა კარგად გადაიტანება. ის წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, მისი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. მაგრამ C ვიტამინის დიდ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის მოშლა, მოითხოვს უკანასკნელის მდგომარეობის კონტროლს. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის და შარდის მჟავების თირკმლის ექსკრეციას შარდის აცეტილირების დროს ოქსალატური კონკრემენტების დანალექში წარმოქმნის რისკით. პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გულისრევა, დიარეა, რაც გაქრება შეწყვეთისთანავე. მკურნალობა: სიმპტომატური.

გვერდითი რეაქციები:
საჭმლის მომნელების სისტემის მხრიდან: დღე-ღამეში 1 გ. მეტი გამოყენების დროს – საჭმლის მომნელების ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. შარდგამომყოფი სისტემის მხრიდან: თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება, კრისტალურია, ურატული, ცისტინური და/ან ოქსალატური კონკრემენტების წარმოქმნა თირკმლში და შარდგამომყოფ გზებში, თირკმლის უკმარისობა. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ეგზემა, ქავილი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ცხელება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი სენსიბილიზაციის არსებობისას. ენდოკრინული სისტემის მხრიდან: მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენების დროს – კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის დაზიანება
(ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია), გლიკოგენის სინთეზის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე. ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, სიცხის შეგრძნება, მომატებული
აგზნებადობა, ძილის დარღვევა, დაღლილობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის დისტროფია. სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: თრომბოციტოზი, ერითროციტოპენია, თრომბის წარმოქმნა, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია; ავადმყოფებში წითელი სხეულების გლუკოაზა-6- ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობით შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების ჰემოლიზი, ჰემოლიზური ანემია. ნივთიერებათა ცვლის მხრიდან: თუთიის, სპილენძის ცვლის დარღვევა.

შენახვის ვადა
3 წელი

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.
50 მგ N 10 ბლისტერებში კოლოფის გარეშე, N (10 X5) ბლისტერებში კოლოფში.

გამოშვების კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.
სსს ,,ლუბნიფარმ“ მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის წარმოების ადგილის
მისამართი:
პეტროვსკის ქ., 16, ქ. ლუბნი, პოლტავის ოლქი, უკრაინა 37500.