მენიუ

აქტივირებული ნახშირი-უბფ 250მგ ტაბ.N10 – სორბენტი.

ჩვენება: დისპეფსია, კვებითი ინტოქსიკაციები, ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილების მოწამვლა, მეტეორიზმი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისას გაზთა წარმოქმნის შემცირების მიზნით.

მიღების წესი: მეტეორიზმის და დისპეფსიის დროს მოზრდილებში უნიშნავენ 1-დან 3 ტაბლეტს 3-4-ჯერ დღეში. მოწამვლის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად 20-30 გ მიღებაზე წყალში შეწონილი სახით (1-2 ჭიქა წყალზე). აღნიშნული დოზით პრეპარატი მიიღება აგრეთვე კუჭის ამორეცხვის მიზნით. მომატებული მჟავიანობისას 1-2 ტაბლეტი მიიღება 3-4-ჯერ დღეში. სწრაფი და გამოხატული ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და მიღებულ იქნას შეწონილი სახით წყალში გახსნილი (0,5 ჭიქა წყალზე). ამის გარდა, ინტოქსიკაციის დროს ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ნარევის სახით: ტაბლეტის 2 წილს უნდა დავუმატოთ 1 წილი მაგნიუმის ჟანგი და ტანინი (1 ჭიქა თბილ წყალში უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი შეწონილი ნარევი).