მენიუ

გლიცერინი საბავშვო სანთლები N5

შემადგენლობა:
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს:
საბავშვო       მოზრდილებისათვის
ჟელატინი          0,17 გ.                     0,32 გ.

გლიცერინი       0,70 გ.                    1,40 გ.

ჩვენება:
გლიცერინის სუპოზიტორიები (საბავშვო და მოზრდილთა) ეფექტურად მოქმედებს ფეკალური მასების გამოყოფაზე 15-30 წუთში სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსთან კონტაქტის შემდეგ. გლიცერინის ჰიგროსკოპური მოქმედება გამოიხატება სწორი ნაწლავის შეკუმშვის სტიმულაციაში. გარდა ამისა, გლიცერინი ახდენს ფეკალური მასების დარბილებას და გაპოხვას, რაც ამცირებს ყაბზობას.

გამოყენება:

  • ყაბზობა ჩვილებსა და ბავშვებში (საბავშვო სუპოზიტორიები);
  • ყაბზობა მოზრდილებში;
  • გლიცერინის სუპოზიტორიები გამოიყენება პერიოდულად, საფაღარათო საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში, ნაწლავთა მოქმედების დასარეგულირებლად.

დოზირება:
ერთი სუპოზიტორია მიიღება რექტალურად საჭიროებისამებრ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი ეფექტები:

გლიცერინის სუპოზიტორიები არის აბსოლუტურად უსაფრთხო და გააჩნია კარგი ამტანობა. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და დისკომფორტი რექტალურ მიდამოში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა გლიცერინზე, ნაწლავთა გაუვალობა, არადიაგნოსტირებული აბდომინალური ტკივილი, აპენდიციტი ან მწვავე ქირურგიული მუცელი.

შეფუთვა:
კოლოფი შეიცავს 5 საბავშვო ან 5 მოზრდილთა სუპოზიტორიას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Pharco Pharmaceuticals
Km 31, Alexandria-Cairo Desert Rd., Egypt.