მენიუ

დერმატინ კორტი კრემი N1

შემადგენლობა:
ყოველი 1 გ მოიცავს შემდეგს: კლოტრიმაზოლი 10 მგ ; ჰიდროკორტიზონი 10 მგ

მახასიათებლები:
დერმატინ კორტის კრემი შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტებს: კლოტრიმაზოლი და ჰიდროკორტიზონი. კლოტრიმაზოლი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ხელს უწყობს პათოგენური დერმატოფიტების (ეპიდერმოფიტონი, მიკროსპორუმი და ტრიქოფიტონის ჯიშები), თეთრი კანდიდას, მალასეზიას და კანის კორინებაქტერიების ზრდას. ჰიდროკორტიზონს აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი, რის გამოც მცირდება ანთებითი პროცესი და შეშუპება, ასევე აქვს ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. დერმატინ კორტის კრემის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, კლოტრიმაზოლი და ჰიდროკორტიზონი იწოვება კანიდან და მოქმედებს უშუალოდ სოკოვანი უჯრედების კედლებზე, რაც იწვევს მისი სხვადასხვა ნივთიერებებში შეღწევადობის ზრდას და ასევე ანთების ჩაქრობას.

ჩვენება:

დერმატინ კორტი გამოიყენება დერმატოფიტებით, საფუარით, ობით და სხვა სოკოვანი ელემენტებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ, სადაც ადგილი აქვს ანთების სიმპტომებს, მაგ: ქავილს, მოითხოვს სწრაფ მკურნალობას.

გამოყენების წესი:

დერმატინ კორტის თხელი და თანაბარი ფენა უნდა დაიტანოთ დაზიანებულ უბანზე ორჯერ დღეში და შეიზილეოთ ნაზად. საწინააღმდეგო ჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერ ინგრედიენტზე.

სიფრთხილის ზომები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. მოერიდეთ ხანგრძლივ მკურნალობას კანის ფართო უბნებზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და ჩვილებში. დერმატინ კორტი გამოიყენება დიდი სიფრთხილით ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ადგილობრივი საშუალო ხარისხის დამწვრობის ან გაღიზიანების შემთხვევისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა:
12 ან 15 გ ტუბი.

შენახვის პირობები:
შეინახეთ 15-300 ჩ ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.

დამზადებულია ეგვიპტეში. ალექსანდრია