მენიუ

ვალერიანის ნაყენი 25მლ N1

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს ვალერიანის ნაყენი (Tincturae Valerianae) (1:5); ექსტრაგენტი – ეთანოლი 70,0% (ობ/ობ).

სამკურნალო ფორმა:

ნაყენი პერორალური გამოყენებისთვის ყვითელ- მოყავისფრო ან წითელ-მოყავისფრო ფერის სითხე სპეციფიკური სუნით. შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

საძილე და სედაციური საშუალებები. ათქ კოდი N05C M09. ვალერიანის ფესვებში და ფესურებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ეთერის ზეთი, ვალერიანის მჟავა, ბორნეოლი, ალკოლოიდები, სათრიმლავი ნივთიერები, შაქარი), ამცირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აგზნების პროცესებს. პრეპარატი ახდენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენება.

ცენტრალური ნერვული სისტემის (მომატებული ემოციური აგზნება, გაღიზიანება, ნევროზული მდგომარეობა, ძილის დარღვევა), გულ-სისხლძარღვთა სისტემის (ნეიროცირკულატორული დისტონიები) ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებების მიმართ. დეპრესია და სხვა დარღვევები, რომლებიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის ფუნქციის დარღვევით.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ან სხვა სახის ურთიერთქმედება.

ვალერიანას (კატაბალახა) ნაყენს გააჩნია საგულე, სედაციური, საძილე მოქმედების, ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალებების ეფექტების პოტენცირების უნარი.

განსაკუთრებული სიფრთხილე
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, მას არ იყენებენ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ვალერიანით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია მანქანის მართვისგან ან სხვა მექანიზმებით მუშაობისგან თავის შეკავება, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან.

გამოყენების წესი და დოზები.

მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. 1 მლ. შეიცავს 20 წვეთს. მოზრდილებში რეკომენდირებულია ნაყენის 20-30 წვეთის მიღება დღეში 3-4 ჯერ, 12 წელზე უფროს ბავშვებში დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე – ცხოვრების ყოველ წელზე – 1 წვეთი დღეში 3-4 ჯერ

ბავშვებში.

პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება.

პრეპარატის რეკომენდირებული დოზების უმნიშვნელო გადაჭარბების დროს შესაძლებელია გამოხატული გვერდითი რეაქციების განვითარება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ფსიქიური აგზნებობა, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცელში, გულისრევა, სმენის და მხედველობის დაქვეითება, გულისცემის შეგრძნება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თერაპია სიმპტომატურია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).

გვერდითი ეფექტები.

იშვიათად შესაძლებელია შეინიშნოს ემოციური რეაქციების დათრგუნვა, ძილინობა, შრომისუნარიანობის შემცირება, დეპრესია, გულისრევა, სპასტიური ტკივილი მუცელში, სისუსტე.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციებიც (გაწითლება, ქავილი, კანის შეშუპება)

შენახვის ვადა
5 წელი

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

25 მლ. ფლკონ-საწვეთურებში.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
სსს ,,ლუბნიფარმი“

ადგილმდებარეობა:

უკრაინა, 37500, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, ბარვინკოვის ქ., 16.