მენიუ

ინგალიპტი-N 30გ N1

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ინგალიპტი – N
მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება): ხსნადი სტრეპტოციდი, ნორსულფაზოლი ნატრიუმი;
სამკურნალო ფორმა: საინჰალაციო სპრეი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ხსნადი სტრეპტოციდი, ნორსულფაზოლი ნატრიუმი; 1 ბალონი შეიცავს ხსნადი სტრეპტოციდის 0,75 გრ-ს, ნორსულფაზოლის ნატრიუმი 0,75 რ- ს; დამხმარე ნივთიერებები: თიმოლი, პიტნის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, გლიცერინი, ეთანოლი 96%, პოლისორბატი 80, საქაროზა, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:

გამჭვირვალე სითხე ღია-ყვითელი ან მუქი-ყვითელი ფერის სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების სამკურნალო საშუალება

კოდი ათქ: R02AA20.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინგალიპტი – N –ს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო, ასევე გამაგრილებელი და ყურადღების გადამტანი მოქმედება, აღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე ნაერთები უზრუნველჰყოფენ ზედა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების კომპლექსურ პათოგენეტიკურ თერაპიას ინგალიპტი – N არ ავლენს ულცეროგენულ და ზოგად ტქსიურ მოქმედებას ორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა
ინგალიპტი – N განკუთვნილია ადგილობრივი ინჰალაციური გამოყენებისათვის და ჰქმნის თერაპიულ კონცენტრაციას უპირატესად ანთების კერაში. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ნაწილობრივ შეიწოვება სულფანილამიდები (ხსნადი სტრეპტოციდი და ნორსულფაზოლი ნატრიუმი), რომლებიც უკუშეკავშირდებიან სისხლის ცილებს: სტრეპტოციდი ხსნადია 12-14%-ით, ნორსულფაზოლი ნატრიუმი – 55%-ით. ბიოტრანსფორმაციის პროცესში წარმოიქმნება სულფანილამიდების აცეტილური ფორმა, რომლებითაც გამოიყოფიან თირკმლებით. სტრეპტოციდის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 10 საათს, ნატრიუმის ნორსულფაზოლის – 1,2 საათს.

ჩვენებები
ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ- ანთებითი დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, აფტოზური და წყლულოვანი სტომატიტი) ადგილობრივი მკურნალობა.

გამოყენების წესები და დოზები
გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ასაკიდამ პირის ღრუს, ხახისს და ცხვირის ლორწოვან გარსზე შესხურების გზით. უფროსებში შესხურება ხდება დღეში 3-4-ჯერ. 3 წლის ასაკის ბავშვებში შესხურება ხდება დღეში 1-2ჯერ, თუ არ არის ექიმის განსაკუთრებული მითითება. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ხშირად შეადგენს 3-10 დღეს. გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე!

ბალონის მოხმარების წესები.
1. ბალონს მოხსენით დამცავი თავსახურავი.
2. ბალონს მოაცვით ყელის შესასხურებელი, რომელიც თან მოჰყვება, წინასწარ დარწმუნდით მის სისუფთავეში.
3. ბალონი რამდენჯერმე შეანჯღრიეთ და 7-ჯერ დააჭირეთ შესასხურებელს დისპეპსიური ნაკადის წარმოქმნამდე. ნაკადის არარსებობისას დასაშვებია მოქმედების განმეორება კიდევ ერთხელ.
4. შესასხურებლის თავისუფალი კიდე შეიყვანეთ პირის ღრუში და ბალონის ვერტიკალურად დაჭერით, დააჭირეთ შესასხურებელს. ინჰალაციის ერთ სეანსზე სრულდება ინგალიპტი – N-ს 2-3 შესხურებით.
5. შესხურების დასრულებისას, შესასხურებელი მოხსენით ბალონს და ბალონს დაახურეთ დამცავი თავსახურავი, მისი დაბინძურებისაგან დასაცავად.
6. შესასხურებელი უნდა შევინახოთ სუფთა მდგომარეობაში, პრეპარატის გამოყენების შემდეგ გავრეცხოთ თბილი წყლით და გავამშრალოთ თბილ ადგილას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელოა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ანამნეზში სულფანილამიდებზე მძიმე ტოქსიკო-ალერგიული რეაქციების არსებობა.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება კონტაქტის ადგილას, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება. პრეპარატი, როგორც წესი, კარგად აიტანება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია: იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი.
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება კონტაქტის ადგილას. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ადგილობრივი ეფექტები (გულძმარვა პირში, ბურთის გაჩხერა ყელში). სხვა: საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან უჩვეულო რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ! შესაძლებელია პრეპარატის ანტიმიკრობული მოქმედების შესუსტება პარა-ამინობენზოის მჟავას წარმოებულებთან (ნოვოკაინი, ანესთეზინი, დიკაინი) ერთად.

განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის გამოყენებისას პირებში ალერგიისადმი მიდრეკილებით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია! ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დადგენილი ვადის ზემოთ! აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამ ჯგუფის პრეპარატის გამოყენებისას განვითარებული წინა რეაქციის შესახებ. არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა თვალში. პირველი გამოყენების წინ აუცილებელია არა უმეტეს 7-ჯერ დაჭერა შესასხურებელზე დისპეპსიური ნაკადის წარმოქმნამდე. ნაკადის არარსებობისას დასაშვებია მოქმედების განმეორება. პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებული პირის გამორეცხვა თბილი ანადუღარი წყლით. პირის ღრუს (წყლული, ეროზიები) დაზიანებული უბნებიდან სტერილური ტამპონების გამოყენებით მოაცილეთ ნეკროზული ნადები, პირის ღრუს პრეპარატით მორწყვის შემდეგ მოერიდეთ საკვების მიღებას 15-30 წუთის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, შესხურების დასრულებისას, შესასხურებელი მოხსენით ბალონს და ბალონს დაახურეთ დამცავი თავსახურავი, მისი დაბინძურებისაგან დასაცავად. ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას ბავშვებში უნდა გავითვალსიწინოთ, რომ პრეპარატის ერთჯერადი დოზა, რომლის შესხურება ხდება 1-2 შესხურებაზე, შეიცავს 0,0076-0,0152 მლ ეთანოლს (96%), რაც შეადგენს ერთჯერად მიღებაზე: 3-5 წლის ბავშვებისავის (წონა 15-21 კგ) 0,0004-0,0013 მლ/კგ-ს, 6-12 წლის ბავშვებისათვის (21-38 კგ) 0,0002-0,0007 მლ/კგ-ს. ვინაიდან სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას, პაციენტებში იშვიათი თანდაყოლილი ფრუქტოზას აუტანლობით, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობით აღნიშნული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გამოყენება არ შეიძლება.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია ექიმის კონტროლის ქვეშ, სარგებელი/რისკის გათვალისწინებით და პრეპარატის დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვით.

ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი
პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაოის უნარზე, თუმცა ავტოტრანსპორტის მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ალკოჰოლზე ტესტზე ცრუ-შედეგების შესაძლებლობა.

ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში 3 წლიდან ევკალიპტის ეთერული ზეთებისა და პიტნის შემცველობით განპირობებული რეფლექტორული ბრონქოსპაზმის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ბავშვების მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ცეცხლისგან მოშორებით. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, პირის ღრუს გამორეცხვა თბილი ანადუღარი წყლით. თერაპია სიმპტომატურია.

გამოშვების ფორმა
30 გ ალუმინის ბალონში შესასხურებელით და დამცავი თავსახურავით.

ვარგისობის ვადა
2 წელი.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი შპს “მიკროფარმი”. უკრაინა, 61013, ხარკოვი, შევჩენკოს ქ. 20

მწარმოებლის საქმიანობის ადგილმდებარეობა
შპს “მიკროფარმი”. უკრაინა, 61013, ხარკოვი, შევჩენკოს ქ. 20