მენიუ

კაპტოპრილი-უბფ ტაბ. N40

გულ-სისხლძარღვთა სისტემა – ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები.

ჩვენება: -არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება)

• გულის უკმარისობა

• მიოკარდიუმის ინფარქტის შემდომი პერიოდი კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქცის სიმპტომების გარეშე, გადმოსროლის ფრაქციით 40% წამში

• დიაბეტური ნეფროპათია პაციენტებში I ტიპის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული)

მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე უნდა მოიხსნას უმარილო დიეტა. მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა კი – 25 მგ ორჯერ დღეში. შესაძლებელია მისი გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ ორჯერ დღეში. მძიმე ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში, საშუალო შემანარჩუნებელი დოზა – 25 მგ 2-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა – 150 მგ. დოზის მომატება ხდება თანდათანობით. გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილის დანიშვნამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა ან დოზის შემცირება, ხოლო კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს 25 მგ-ით 2-3-ჯერ დღეში. ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 0.3 მგ/კგ, (მაქსიმალური – 6 მგ/კგ), განაწილებული ორ-სამ მიღებაზე. ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ