მენიუ

კლოტრიმაზოლი კრემი N1

კრემი, ხსნარი ან ფხვნილი
ფართო სპექტრის ანტიმიკოზური საშუალება
გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა :
კრემის და ფხვნილის ყოველი გრამი ან ხსნარის ყოველი მლ შეიცავს:
კლოტრიმაზოლი —- 0,01 გ.

თვისება:
Clotrimazole Pharco (კრემი, ხსნარი ან ფხვნილი) შეიცავს კლოტრიმაზოლს, რომელიც
წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელიც ახდენს პათოგენური
დერმატოფიტების ზრდის ინჰიბირებას (ეპიდერმოფიტი, მიკროსპორუმი და ტრიქოფიტონის
სახეობები), ასევე ისეთი სოკოების, როგორიც არის კანდიდა ალბიკანსის, მალასეზია ფურფურას
და კანის კორინებაქტერიუმის. Clotrimazole Pharco (კრემი, ხსნარი ან ფხვნილი) გარეგანი დატანის შედეგად კლოტრიმაზოლი
უმალვე აღწევს კანის რქოვანას შრეში და მოქმედებს პირდაპირ სოკოს უჯრედის კედელზე და ამით ზრდის მასში სხვადასხვა ნივთიერებების შეღწევადობას. კლინიკური გაუმჯობესება, რომელიც მოიცავს ქავილის შემსუბუქებას, ხშირად ხორციელდება კლოტრიმაზოლი ფარკოს მკურნალობიდან ერთ კვირაში და ასევე მგრძნობიარე ორგანიზმებს მის მოქმედების მიმართ არ უვითარდებათ რეზისტენტობა. მიუხედავად Clotrimazole Pharco (კრემი, ხსნარი ან ფხვნილი) დამამშვიდებელი ეფექტისა ის არ იწვევს ადგილობრივ გაღიზიანებას ან შეფერილობას.

ჩვენება:

– კანის ინფექციები, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე დერმატოფიტებით, როგორიც არის Tines pedis (ათლეტის ქუსლი), Tinea corporis, Tinea cruris, Tinea capitis, Tinea unguis და Tinea barbae;

– ერითრაზმა და ნაირფერი პიტირიაზი;

– ოტომიკოზი;

– კანის კანდიდოზი;

– ვულვოვაგინიტი გამოწვეული მგძრნობიარე სოკოებით.

გაფრთხილება
Clotrimazole Pharco (კრემი, ხსნარი ან ფხვნილი) არ გამოიყენება ოფთალმოლოგიური მოხმარებისთვის.

გამოყენების წესი:

Clotrimazole Pharco (კრემი, ხსნარი ან ფხვნილი) საკმარისი რაოდენობის დატანა ხორციელდება სოკოთი დაინფიცირებულ კანის ზედაპირზე, რომელიც ნაზად უნდა შეიზილოთ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) ან ისეთი წესით, რომელიც მითითებული იქნება ექიმის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანებულ არეზე და ინფექცირების ხარისხზე:

– დერმატომიკოზის შემთხვევაში (3-4 კვირა), ტინია კაპიტის შემთხვევაში (6 კვირა პერორალურ ანტიმიკოზურ საშუალებებთან ერთად) და ტინია უნგუისი (6 თვე პერორალურ ანტიმიკოზურ საშუალებებთან ერთად);

– კანდიდას სახეობა (2-3 კვირა).

შეფუთვა:
14 გრამიანი ტუბი კრემის შემთხვევაში, პლასტმასის კონტეინერი საწვეთურით 20 მლ ხსნარით,
ან ფხვნილის შემთხვევაში 10 გ პლასტმასის ქილა.

შენახვა:
ინახება 15-30 C0 ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე

გადახედვის თარიღი: 4/2008

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
დამზადებულია ეგვიპტეში – ფარკო ფარმაცეუტიკალსი – ალექსანდრია