მენიუ

კუნელის ნაყენი 25მლ N1

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს კუნელის ნაყოფის (Crataegi Fructus) ნაყენს (1:10) (ექსტრაგენნტი – ეტანოლი 70% (ობ/ობ) – 25 მლ ;

სამკურნალო ფორმა.

ნაყენი პერორალური გამოყენებისთვის. გამჭვირვალე სითხე მოყვითალოდან ყავისფერამდე ნარინჯისფერ-მოწითალო ელფერით. შენახვის დროს დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
კარდიოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ათქ კოდი C01EB04. კუნელის ნაყოფი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას გულის კორონარულ სისხლძარღვებსა და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ზრდიან მიოკარდიუმის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ და ამცირებენ მის გაღიზიანებას, რაც იწვევს გულის კუნთის შეკუმშვის გაძლიერებას, პრეპარატი კარგად შეიწოვება შიგნით მიღების დროს. ეფექტი ვლინდება 30 წუთის -1 საათის შემდეგ.

გამოყენების ჩვენება.
გულის სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები (მათ შორის ნეიროცირკულატორული დისტონია), ასევე როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით გულის რითმის დარღვევების მსუბუქი ფორმების დროს (მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ტაქიკარდია).

უკუჩვენება.
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია.

უსაფრთხოების სათანადო ზომები გამოყენების დროს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჭამის დროს მის კომპონენტებთან ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით. განსაკუთრებული გაფრთხილება გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. უკუნაჩვენებია.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს და შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენების პერიოდში თავი შეიკავეთ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისგან ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისგან.

ბავშვები.
12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი და დოზები.
გამოყენება შიგნით ჭამამდე. მოზრდილებში რეკომენდებულია ნაყენის 20 წვეთის მიღება 3 ჯერ დღე-ღამეში, 12 წლიდან ბავშვებში – 1 წვეთი სიცოცხლის 1 წელზე გაანგარიშებით 3 ჯერ დღე-ღამეში სტაბილური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: არტერიული წნევის შემცირება, ძილიანობა, ბრადიკარდია.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა. სიმპტომური თერაპია.

გვერდითი ეფექტები.
ძილიანობა, გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება, ალერგიული რეაქციები (მათ შორის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი, კანის შეშუპება).

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება ან სხვა სახის ურთიერთმოქმედება.
კუნელის ნაყენი უნდა ახდენდეს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმული საშუალებების მოქმედების პოტენცირებას. არ არის რეკომენდებული ალკალოიდების მარილებთან გამოყენება, უარყოფითი კომპლექსების შესაძლო წარმოშობასთან დაკავშირებით. პრეპარატის გამოყენება ცისაპრიდთან ერთად დაუშვებელია. მან შეიძლება გააძლიეროს ძილის მომგვრელი, სედაციური, ჰიპოტენზიური საშუალების მოქმედება.

ვარგისობის ვადა.

4 წელი.

შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.
25 მლ. ფლაკონებში

გამოშვების კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის სახელწოდება და ადგილსამყოფელი.
ღსს ,,ლუბნიფარმი“ 37500, უკრაინა, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, პეტროვსკის ქუჩა 17.