მენიუ

ლევომეკოლის მალამო 25გ ტუბი N1

შემადგენლობა:
1 გ. მალამო შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) – 75მგ; მეთილურაცილი – 40 მგ; დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენოქსიდი 1500, 400.

სამკურნალო ფორმა: მალამო

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები:

თეთრ ან მოთეთრო- მოყვითალო ფერის მალამო სუსტი სპეციფიური სუნით. ფარმაკოთერაპიური ჯგუფი. საშუალებები ჭრილობების და წყლულოვანი დაზიანებების მკურნალობისთვის, სხვა შემახორცებელი საშუალებები

ათქ-კოდი D03AX

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

რეპარაციული და ანტიმიკრობული საშუალებების ჯგუფის კომბინირებული პრეპარატი. მალამო ლევომეკოლი ახდენს რეპარაციულ, ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატის შემადგენლობაში შედის მეთილურაცილი და ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი). ქლორამფენიკოლს (ლევომიცეტინი) გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი
მიკროორგანიზმების მიმართ, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირის ჩათვლით, ახდენს ანტიბაქტერიულ ეფექტს მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დარღვევის გამო. მეთილურაცილი აჩქარებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ზრდის ადგილობრივი იმუნიტეტის დონეს, აინდუცირებს ინტერფერონოგენეზს, აძლიერებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ჩირქოვან ჭრილობაში პოლიეთილენოქსიდი 1500 აქტიურად
უკავშირდება ანთებით ექსუდატს, გადასცემს მას სახვევში, ხელს უწყობს ნახვევის იმბიბიციას, რომლიდან სითხე ორთქლდება, ხოლო პოლიეტილეონოქსიდის
გათავისუფლებული მოლეკულები 1500 ისევ უერთდება ექსუდატს, რომელიც გროვდება ჭრილობის ძირში. პოლიეთილეონოქსიდის უფრო წვრილ მოლეკულებს 400 გააჩნიათ ქსოვილების სიღრმეში შეღწევის უნარი. პოლიეთილეონოქსიდი 400 ანტიბიოტიკთან ერთად კომპლექსის წარმოქმნით მოქმედებს მისი მატარებლის სახით ჭრილობის ქსოვილში, სადაც ლოკალიზდება მიკრობები, ამგვარად პრეპარატის გამოყენების ფონზე ხდება პერიფოკალური შეშუპების ლიკვიდაცია და ჭრილობის გაწმენდა ჩირქოვან-ნეკროზული შემცველობისგან.

ფარმაკოკინეტიკა.

პრეპარატს გააჩნია უპირატესად ადგილობრივი მოქმედება, უმნიშნელოდ აღწევს ლორწოვან გარსზე და კანზე. თერაპიული მოქმედება ნარჩუნდება 20-24 საათის განმავლობაში.

კლინიკური დახასიათებები
ჩვენება.

ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული შერეული ფლორის (სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირის ჩათვლით), ჭრილობების პირველი (ჩირქოვან- ნეკროზული) ფაზაში, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, ინფიცირებული დამწვრობების, ფურუნკულების და კარბუნკულების სამკურნალოდ.

უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ფსორიაზი, ეგზემა, კანის სოკოვანი დაზიანებები.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სენსიბილიზაცია, რომელსაც თან სდევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენების დროს გარეგანად ან სისტემური მოქმედების სამკურნალო ფორმების სახით. ჩირქოვანი ან ნეკროზული მასების არსებობისას ხდება პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედების შენარჩუნება. პრეპარატის ხანგრძლივი (1 თვეზე მეტი) გამოყენების დროს აუცილებელია სისხლის პერიფერიული სურათის მდგომარეობის კონტროლის ჩატარება. არ დაუშვათ მალამოს თვალებში მოხვედერას.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ან სხვა სახის ურთიერთქმედება.

ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ სისხლის წარმოქნას (სულფანილამიდები, ციტოსტატიური, პირაზოლონის
წარმოებულები) არ არის სასურველი.

გამოყენების თავისებურებანი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასურველი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისა ან ბავშვის პოტენციურ რისკს.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სხვამექანიზმების მართვის დროს

გავლენას არ ახდენს.

გამოყენების წესი და დოზები.

ლევომეკოლის მალამო განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებსა და 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. მალამოთი წარმოებს სტერილური დოლბანდის გაჟღენთვა, რომელსაც ათავსებენ ჭრილობაზე. შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ჩირქოვან ღრუებში კათეთერით (დრენაჟის მილი) შპრიცის საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ლევომეკოლის მალამოს შეთბობა 35-36°C-მდე. მალამოს იყენებენ დაზიანების პირველი დღიდან 4 დღის განმავლობში, ჰიპეროსმოლური მალამო ლევომეკოლი არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივი გამოყენებისთვის, რადგან შეიძლება განვითარდეს ოსმოსური შოკი დაუზიანებელ ქსოვილებში. მკურნალობის 5-7 დღეზე რეკომენდირებულია მალამოს შეცვლა პრეპარატებით, რომლებიც აღდგენენ დაზიანებული ქსოვილის მთლიანობას.

ბავშვები.

არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია გაძლიერდეს პრეპარატის გვერდითი რეაქციები. ხანგრძლივი (5-7 დღეზე მეტი) გარეგანი გამოყენება იწვევს კონტაქტურ სენსიბილიზაციას.

თერაპია – სიმპტომურია.

გვერდითი რეაქციები.

პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, მათ შორის კანზე გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, ადგილობრივი შეშუპება, ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ცხელება, დერმატიტი; შესაძლებელია საერთო სისუსტე. ამ შემთხვევაში უნდა შეწყვითოთ მალამოს გამოყენება და მიმართოთ ექიმს.

შენახვის ვადა
2 წელი

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

25 გ. ტუბებში N 1

გამოშვების კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

სსს ,,ლუბნიფარმ“ მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის წარმოების ადგილის

მისამართი:
პეტროვსკის ქ., 16, ქ. ლუბნი, პოლტავის ოლქი, უკრაინა 37500.