მენიუ

მინისებური სხეული 2მლ ამპ. N10

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
1 ამპულა შეიცავს 2 მლ სითხეს , რომელსაც იღებენ სხვადასხვა სახეობის დაკლული საქონლის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი , ღორები , თხები ) თვალის გაყინული მინისებრი სხეულიდან.

სამკურნალო ფორმა.

საინიექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური-ქიმიური თვისებები:

მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე.

შენახვის დროს დასაშვებია წვრილი დაულექავი ნაწილაკების წარმოქმნა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. ათქ კოდი: A16AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა.
პრეპარატი ავლენს ბიოლოგიურ მასტიმულირებელ მოქმედებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს ცვლის პროცესებს, აქვს მასტიმურებელი გავლენა ძვლის კორძების წარმოქმნაზე. გააჩნია არასპეციფიური დესენსიბილიზირებული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნევრალგიის, ფანტომის ტკივილების, რადიკულიტების დანერვული სისტემის სხვა პერიფერიული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი. არბილებს ნაწიბუროვან ქსოვილს და ხელს უწყობს მის შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა.
შესწავლილი არ არის.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენება.
მინისებური სხეული გამოიყენება ნაწიბუროვანი სხეულის დასარბილებლად და გასაწოვად, სახსრების სხვადასხვა გენეზის კონტრაქტურების, ოპერაციის შემდგომი, დამწვრობითი, პოსტტრამვული და სხვა სახის დიდი ზომის ნაწიბურების დროს. ძვლის კორძების წარმოქმნის სტიმულაციისთვის. ნევრალგიები, რადიკულიტები, ფანტომური ტკივილები. კერატიტები, თვალის რქოვანა გარსის წყლულები და დამწვრობები (რეგრესულ პერიოდში), თვალის ტრამვები.

უკუჩვენება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ინფექციური დაავადებების, მწვავე ანთებითი პროცესების, ზოგადი გამოფიტვის, ნეფრიტის, ნეფროსკლეროზის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებით მიმდინარე გულის უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება ან სხვა სახის ურთიერთმოქმედება.
დადგენილი არ არის.

გამოყენების თავისებურებანი.
ალერგიული რეაქციის გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. ეფექტი ვლინდება ხანგრძლივი მიღებისას (არანაკლები 8-10 დღის განმავლობაში).

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
არ არის შესწავლილი.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
არ არის შესწავლილი.

გამოყენების წესი და დოზები.
მინისებრი სხეული შეჰყავთ კანის ქვეშ ან კონიუქტივის ქვეშ. გამოიყენება მოზრდილებში სამკურნალოდ 2 მლ. ყოველდღიურად: მკურნალობის კურსი კონტრაქტურების, ნაწიბურების დროს – 25 დღემდე, ნევრალგიების დროს – 8-10 დღე. სუბკონიუქტიალურად მოზრდილებში 0,3-0,5 მლ. მკურნალობის კურსი – 10 დღე.

ბავშვებში.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ცდა არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.

ჭარბი დოზირება.
არ აღინიშნება პრეპარატის დაბალი ტოქსიურობასთან დაკავშირებით.

გვერდითი რეაქციები.
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ცხელება, გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქტიური რეაქციები. შესაძლებელია რეაქციები შეყვანის ადგილებში, მათ შორის ტკივილი და ანთება. ალერგიული გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ვარგისობის ვადა.

2 წელი

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეუთავსებლობა.

არ არის ინფორმაცია პრეპარატის შეუთავსებლობის შესახებ.

შეფუთვა.

2 მლ ამპულებში N 10, N 10 (5X2) ბლისტერებში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: შპს ,,ფქ ,,ბიოფარმა“, უკრაინა.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის
მისამართი. უკრაინა, 09100, ქ. კიევის ოლქი, ქ. ბელაია ცერკოვ, კიევის ქ., ს. 37.