მენიუ

ოტოკალმი ყურის წვეთები N1

შემადგენლობა:
ყოველი 100 გ შეიცავს: აქტიური ინგრედიენტი: ფენაზონი 5.0 გ. ქლორბუტოლი 1.0 გ. არააქტიური ინგრედიენტები: ბენზოის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, გლიცეროლი.

გამოყენება:
2-4 წვეთი ყურში, ისე რომ ხსნარი ჩავიდეს სასმენი მილის კედლების გასწვრივ, დღეში 2-3-ჯერ, სანამ მანამ არ მოიხსნება ტკივილი, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენება:
ოტოკალმის ყურის წვეთები არ გამოიყენება:

– თუკი არის პერფორირებული დაფის აპკი ან შეინიშნება გამონადენი;

– ოტოკალმის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

წამალთაშორისი კავშირი:
ოტოკალმის ყურის წვეთები ნაკლებად მოქმედებს სხვა წამლებზე, თუმცა უნებლიე გადაყლაპვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ღვიძლის ენზიმების მიერ წამლის დაშლის მეტაბოლიზმზე. მცირედი შეწოვა არის მოსალოდნელი გარეგანი გამოყენების შედეგად.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არის მოსალოდნელი რაიმე გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გაფრთხილება:
გამოიყენება მხოლოდ ყურისთვის და არ გამოიყენება თვალის დაავადების დროს. უმალვე შეწყვიტეთ მიღება, თუკი არის მგრძნობელობა ან გაღიზიანება.

გვერდითი ეფექტი:
როგორც ყველა წამალი, ოტოკალმის ყურის წვეთებს შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი ეფექტი მაგრამ არა ყველა პირში. ფენაზონმა შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან ჰიპერმგრძნობელობის (ალერგია) რეაქციები. თუკი რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან თუკი შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული ამ საინფორმაციო ფურცელში, უმორჩილესად გთხოვთ მიაწოდოთ მოცემული ინფორმაცია ან ექიმს ან ფარმაცეპტს.

შეფუთვა:
მუყაოს ყუთი შეიცვას პლასტმასის ბოთლს, რომელშიც არის 10 მლ ხსნარი და გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვა:

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30°C. იქონიეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
Pharco Pharmaceuticals
ალექსანდრია, ეგვიპტე
გაცემის თარიღი: 08/09/2015
წარმოებულია ეგვიპტეში
Pharco Pharmaceuticals
ალექსანდრია