მენიუ

პენტაფლუცინი დღის ჩაი N10

რეპარატის სავაჭრო დასახელება: პენტაფლუცინი დღის
პრეპარატის ჯგუფური დასახელება: ასკორბინის მჟავა + კალციუმის გლუკონატი + კოფეინი + პარაცეტამოლი + რუტოზიდი
სამკურნალო ფორმა: გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.

აღწერა:
სხვადასხვა ფორმის და ზომის გრანულების ნარევი: მრგვალი, ცილინდრული ან არასწორი ფორმის; თეთრი, თეთრი კრემისფერი შეფერილობით და მოყვითალო-მომწვანო ფერის.

შემადგენლობა
1 პაკეტი (5 გ) შეიცავს:
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:
ასკორბინის მჟავა – 0,2 გ
კალციუმის გლუკონატის მონოჰიდრატი – 0,2 გ
კოფეინი (მონოჰიდრატზე გაანგარიშებით) – 0,02 გ
პარაცეტამოლი – 0,5 გ
რუტოზიდის ტრიჰიდრატი – 0,02 გ
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი) – 0,0174 გ
საქაროზა (შაქარი) – 3,9426 გ
საქარინი (საქარინი ხსნადი) – 0,050 გ
ლიმონმჟავა – 0,050 გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების და “გაციების” სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ათქ კოდი: [R05X]

ფარმაკოლოგიური თვისებები
პენტაფლუცინი დღის წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატს. ფარმაკოლოგიური ეფექტები განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომპლექსური ზემოქმედებით. პარაცეტამოლი – ახდენს სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, ბლოკავს ფერმენტს ციკლოოქსიგენაზა-1 (ცოგ-1) და ფერმენტს ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2), ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ახდენს რა ზემოქმედებას ტკივილის და თერმორეგულაციის ცენტრებზე. ასკორბინის მჟავა – თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას.
კოფეინი – ახდენს ფსიქომასტიმულირებელ (ასტიმულირებს თავის ტვინის ფსიქომოტორულ ცენტრებს), ანალეფსიურ მოქმედებას, აძლიერებს პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ხსნის ძილიანობას და დაღლილობის შეგრძნებას, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომის უნარიანობას. კალციუმის გლუკონატი – წარმოადგენს კალციუმის წყაროს ორგანიზმში, ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას (მექანიზმი უცნობია), ხელს უშლის სისხლძარღვთა მომატებული გამტარობის და სიმყიფის განვითარებას, რომლებიც განაპირობებენ
ჰემორაგიულ პროცესებს გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, ასევე აღადგენს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას. რუტოზიდი – ამცირებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

გამოყენების ჩვენებები
პენტაფლუცინი დღის გამოიყენება მოზრდილებში მწვავე რესპირატორული დაავადებების და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი, ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა, სისხლის დაავადებები სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილებით, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, არტერიული ჰიპერტენზია; შაქრიანი დიაბეტი, ძილის დარღვევა; ეპილეფსია; ჰიპეროქსალურია, ჰიპერკალციურია; ჰიპერკალციემია; ნეფროუროლითიაზი; ერთდროული გამოყენება პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან; ალკოჰოლური თრობა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე), ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, საქაროზა/იზომალტოზის დეფიციტი.

სიფრთხილით
თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიები (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომი), ხანდაზმული ასაკი; ღვიძლის ან თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის
უკმარისობა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ჰიპერკოაგულაცია; დეჰიდრატაცია; ბრონქული ასთმა, მათ შორის ანამნეზში; მომატებული აგზნებადობა; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. ლატქაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის ერთი პაკეთის შიგთავი გახსენით 1/2 ჭიქა (125 მლ) ცხელ წყალში (ტ=70°ჩ) და დალიეთ. დასაშვებია უმნიშვნელო ნალექი ჭიქაში. გამოყენებული უნდა იქნას ახლად მომზადებული ხსნარი. გამოყენების წინ შეანჯღღიეთ. პენტაფლუცინი დღის გამოიყენება პერორალურად ჭამის შემდეგ თითო პაკეტი 3-4 ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში. ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ჟილბერის სინდრომით საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის 8 საათამდე გაზრდა. პაციენტებში თირკმელების ფუნქცის დარღვევით დროის ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს 10 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს, არანაკლებ 6 საათს – 10-50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის დროს.

გვერდითი მოქმედება
ასკორბინის მჟავა:
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ზომიერი პალაკიურია (600 მგ-ზე/დღეში მეტი დოზის მიღებისას), დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას – ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი (კალციუმის ოქსალატის გამო), თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი კანზე, კანის ჰიპერემია. ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია. დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია).
კალციუმის გლუკონატი:
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შეკრულობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
კოფეინი:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: აგზნება, შფოთვა, ტრემორი, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, რეფლექსების გაძლიერება, უძილობა. დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: ტაქიპნოე. დარღვევები გულის სისტემის მხრივ: გულისცემა, ტაქიკარდია, არითმია. დარღვევები გულის სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მომატება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, წყლულოვანი დაავადების გამწვავება.
პარაცეტამოლი:
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია,
მეტჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)) და მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულოზი. დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.
რუტოზიდი:
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, გულძმარვა. დარღვევებნი ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სისხლის “მოწოლა” სახესთან. თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ღრმავდება, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

ჭარბი დოზირება
5 და მეტი გრამი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ შემდეგი რისკ-ფაქტორები: ხანგრლივი მკურნალობა
კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანას პრეპარატებით, ან ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი სხვა პრეპარატებით; ჭარბი
რაოდენობით ეთანოლის რეგულარული გამოყენება; გლუტათიონის დეფიციტი (კვების დარღვევის, მუკოვისციდოზის, აივ-ინფექციის, შიმშილის, გამოფიტვის შედეგად). პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების სიმპტომები: მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში – კანის საფარის ფერმკრთალობა, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინალური ტკივილი; გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ჭარბი დოზირებიდან 12-48 საათის შემდეგ. მძიმე ჭარბი დოზირების დროს – ჰიპოკალიემია, ღვიძლის უკმარისობა პროგრესირებადი ენცეფალოპათიით, კომა, სიკვდილი; თირკმლის მწვავე უკმარისობა ტუბულარული ნეკროზით (მათ შორის ღვიძლის მძიმე დაზიანების არარსებობისას); არითმია. 3-5 დღის ქრონიკული ჭარბი დოზირების შემდეგ – სიყვითლე, ცხელება, პირიდან ე.წ. ღვიძლის სუნი, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოგლიკემია. მკურნალობა: დაზარალებულს უნდა გაუკეთდეს კუჭის ამორეცხვა, დაენიშნოს ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი) და საჭიროა ექიმთან მიმართვა. სიმპტომური თერაპია: სავარაუდო ჭარბი დოზირებიდან პირველი ერთი საათის განმავლობაში მიზანშეწონილია შიგნით აქტივირებული ნახშირის გამოყენება. სავარაუდო ჭარბი დოზირებიდან ოთხი ან მეტი საათის შემდეგ აუცილებელია პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრა (პარაცეტამოლის კონცენტრაციის უფრო ადრეული განსაზღვრა შეიძლება არასწორი იყოს).
აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათამდე, მაგრამ მაქსიმალური ჰეპატოპროტექტორული ეფექტი შეიძლება მიღებული იქნას ჭარბი დოზირებიდან პირველი 8 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აცეტილცისტეინის ინტრავენურად შეყვანა. ღებინების არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტს (სტაციონარული დახმარების სწრაფი მიღების არარსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს მეთიონინის შიგნით მიღება. პაციენტების მკურნალობა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის შემდეგ უნდა ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ცენტრის ან ღვიძლის დაავადებების სპეციალიზირებული განყოფილების სპეციალისტებთან ერთობლივად. კოფეინით განპირობებლი სიმპტომები: გავრცელებული სიმპტომებია გასტრალგია, აჟიტაცია, დელირია, შფოთვა, ნერვოზულობა, მოუსვენრობა, უძილობა, ფსიქიკური აგზნება, კუნთების კრთომა, ცნობიერების არევა, კრუნჩხვები, დეჰიდრატაცია, ხშირი შარდვა, ჰიპერთერმია, თავის ტკივილი, მომატებული ტაქტილური ან ტკივილის მგრძნობელობა, გულისრევა და ღებინება (ხანდახან სისხლით), ხმაური ყურებში. გამოხატული ჭარბი დოზირების დროს შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალემია. კარდიოლოგიური დარღვევები ვლინდება ტაქიკარდიით და არითმიით. მკურნალობა: კოფეინის დოზის შემცირება ან მოხსნა. ასკორბინის მჟავათი ჭარბი დოზირების სიმპტომები: დიარეა, გულისრევა, მეტეორიზმი, სპასტიური ხასიათის აბდომინალური ტკივილი, გახშირებული შარდვა, ნეფროლითიაზი, უძილობა, გაღიზიანებადობა, ჰიპოგლიკემია. 1000 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას – თავის ტკივილი, ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა, უძილობა, გულისრევა ღებინება, დიარეა, ჰიპერაციდური გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება, კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის
დათრგუნვა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია), ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი, თირკმლის გლომერულარული აპარატის დაზიანება, კაპილარების განვლადობის დაქვეითება
(შესაძლებელია ქსოვილების ტროფიკის გაუარესება, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერკოაგულაცია, მიკროანგიოპათიების განვითარება). ასკორბინის მჟავის მაღალმა
დოზებმა (3000 მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ოსმოსური დიარეა და კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა გულისრევა, დისკომფორტი კუჭის არეში.
მკურნალობა: სიმპტომატური, ფორსირებული დიურეზი. კალციუმის გლუკონატით ჭარბი დოზირების სიმპტომები: ჰიპერკალციემია, ქრონიკული ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს საერთო და კუნთების სისუსტე, დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები, მადის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა. მკურნალობა: კალციტონინის პარენტერალური შეყვანა 5-10 სე/კგ/დღეში დოზით 500 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 6 საათის განმავლობაში. რუტოზიდი. ცნობები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
თავი უნდა იქნას არიდებული პრეპარატის კომბინაციას ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან. პარაცეტამოლი: აქვეითებს ურიკოზურიული სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობას. პარაცეტამოლის თანმხლები გამოყენება მაღალი დოზებით ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ვარფარინი და სხვა კუმარინები) ეფექტს, რაც ზრდის სისხლდენების რისკს. პარაცეტამოლის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი კომბინირებული გამოყენება ზრდის “ანალგეტიკური” ნეფროპათიის და თირკმლის პაპილარული ნეკროზის განვითარების, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის დადგომის რისკს. დიფლუნისალი ზრდის პარაცეტამოლის პლაზმურ კონცენტრაციას 50%-ით – ჰეპატოტოქსიკურობის განვთარების რისკი. მიელოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიკურობის გამოვლინებებს. მეტოკლოპრამიდი ზრდის პარაცეტამოლის შეწოვას.
დომპერიდონი არ ახდენს ზეგავლენას სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციაზე. კოლესტირამინი ანელებს პარაცეტამოლის შეწოვას. ეთანოლის პარაცეტამოლთან კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია მწვავე პანკრეატიტის განვითარება. ეთანოლი ზრდის პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს ერთდროულად გამოყენებისას, განსაკუთრებით მისი ჭარბი დოზირების დროს. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას. მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს. კოფეინი: კოფეინის კომბინირებული გამოყენებისას ციმეტიდინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან – კოფეინის მეტაბოზლიმის დაქვეითება ღვიძლში (მისი გამოყოფის შენელება და სისხლში კონცენტრაციის ზრდა). მექსილეტინი – ამცირებს კოფეინის გამოყოფას 50%-მდე; ნიკოტინი – ზრდის კოფეინის გამოყოფის სიჩქარეს. მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი და სელეგინი – კოფეინის დიდმა დოზებმა შესაძლებელია გამოიწვიონ საშიში გულის არითმიების ან არტერიული წნევის გამოხატული მომატების განვითარება. აჩქარებს საგულე გლიკოზიდების შეწოვას და აძლიერებს მოქმედებას, ზრდის მათ ტოქსიკურობას. კოფეინის კომბინირებულმა გამოყენებამ ბეტა-ბლოკატორებთან შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტების ურთიერთ დათრგუნვა; ადრენერგულ ბრონქების გამაფართოებელ სამკურნალო საშუალებებთან – ცენტრალური ნერვული სისტემის დამატებითი სტიმულირება და სხვა ადიტიური ტოქსიკური ეფექტები. კოფეინმა შეიძლება დააქვეითოს თეოფილინის და შესაძლებელია სხვა ქსანტინების კლირენსი, ზრდის რა ადიტიური ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკური ეფექტების შესაძლებლობას. ასკორბინის მჟავა: ზრდის სისხლში ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას. 1 გ/დღეში დოზით ზრდის ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას (მათ შორის პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში შემავალის). ამცირებს ჰეპარინის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას. აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის პრეპარატების შეწოვას (გადაყავს სამვალენტიანი რკინა ორვალენტიანში); შეიძლება გაზარდოს რკინის გამოყოფა დეფეროქსამინთან ერთდროულად გამოყენებისას. აცეტილსალიცილის მჟავა, პერორალური კონტრაცეპტივები, ახალი წვენები და ტუტე სასმელი ამცირებენ შეწოვას და ასკორბინის მჟავის შეთვისებას. აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება შარდით ასკორბინის მჟავის გამოყოფა და მცირდება აცეტილსალიცილის მჟავის გამოყოფა. აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ასკორბინის მჟავის აბსორბციას დაახლოებით 30%-ით.
ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობისას, ანელებს თირკმელებით მჟავების გამოყოფას, ზრდის
ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებების (მათ შორის ალკალოიდების) გამოყოფას, ამცირებს სისხლში პეროლარული კონტრაცეპტივების კონცენტრაციას.
ერთდროულად გამოყენებისას ამცირებს იზოპრენალინის ქრონოტროპულ მოქმედებას. კალციუმის გლუკონატი: ქინიდინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია
პარკუჭშიდა გამტარობის შენელება და ქინიდინის ტოქსიკურობის ზრდა. წარმოქმნის უხსნად კომპლექსებს ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან (ამცირებს ანტიბაქტერიულ ეფექტს). ანელებს ტეტრაციკლინების, დიგოქსინის, რკინის პერორალური პრეპარატების აბსორბციას (ინტერვალი მათ მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი). თიაზიდურ დიურეზულებთან კომბინაციაში შესაძლებელია გააძლიეროს ჰიპერკალციემია, შეამციროს კალციტონინის ეფექტი ჰიპერკალციემიის დროს. ამცირებს ფენიტოინის ბიოშეღწევადობას. ფარმაცევტულად შეუთავსებელია კარბონატებთან, სალიცილატებთან, სულფატებთან (წარმოქმნის უხსნად ან რთულად ხსნად კალციუმის მარილებს). ამცირებს ნელი კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტს. რუტოზიდი: ფარმაკოლოგიური ეფექტი ძლიერდება ასკორბინის მჟავათი.

განსაკუთრებული მითითებები
გახანგრძლივებული ცხელების სინდრომის დროს 3 დღეზე მეტ ხანს და ტკივილის სინდრომის დროს 5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენების ფონზე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ამახინჯებს ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებს გლუკოზის და შარდმჟავას რაოდენობრივი განსაზღვრისას პლაზმაში. ნეფროუროლითიაზის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდირებულია უხვად სითხის მიღება. პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა (4 პაკეტი) შეიცავს დაახლოებით 15,8 გ საქაროზას (შეესაბამება 1,3 პურის ერთეულს), რაც გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მიერ. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღების კომბინირება ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან. არ არის რეკომენდირებული კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება (იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი: უძილობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, არითმიები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ).

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვისა და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. 5 გ გრანულები პაკეტში. ყოველი 5 პაკეტი ერთმანეთზეა გადაბმული. 5, 10 ქაღალდის პაკეტს პოლიმერული საფარით ან ბუფლენისაგან სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
იურიდიული მისამართი: ღსს “ურალბიოფარმა” 620039, ქ. ეკატერინბურგი, მაშინოსტროიტელების ქ., 31 ა წარმოების ადგილის მისამართი: ღსს “ურალბიოფარმა”, 620026, ქ. ეკატერინბურგი, კუიბიშევის ქ., 60 ტელ. (343) 254-01-83, ფაქსი (343) 254-01-79

გამოშვებული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიებით მიმართეთ:
ღსს “ურალბიოფარმა”, 620026, ქ. ეკატერინბურგი, კუიბიშევის ქ., 60 ტელ. (343) 254-02-45.