მენიუ

პენტაფლუცინი ღამის ჩაი N10

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პენტაფლუცინი®
სამკურნალო ფორმა:
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად


შემადგენლობა

1 პაკეტი (5 გ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ასკორბინის მჟავა – 0,2 გ
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (დიმედროლი) – 0,02 გ
კალციუმის გლუკონატი – 0,2 გ
პარაცეტამოლი – 0,5 გ
რუტოზიდი (რუტინი) – 0,02 გ
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი), საქაროზა
(შაქარი), ნატრიუმის საქარინატი (საქარინი ხსნადი), ლიმონმჟავა.

აღწერა
თეთრი, თეთრი კრემისფერი შეფერილობით და მოყვითალო-მომწვანო ფერის, მრგვალი, ცილინდრული ან არასწორი ფორმის გრანულების ნარევი.ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების და გაციების სიმპტომების აღმოსაფრხვრელად (ტკივილგამაყუჩებელი არანარკოტიკული საშუალება + H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი + ვიტამინები).

ათქ კოდი: [R05X]

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პენტაფლუცინი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას და ახდენს სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პარაცეტამოლი – არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ბლოკავს ფერმენტს ციკლოოქსიგენაზა-1 (ცოგ-1) და ფერმენტს ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ- 2), ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ახდენს რა ზემოქმედებას ტკივილის და თერმორეგულაციის ცენტრებზე. ანთებით ქსოვილებში უჯრედული პეროქსიდაზები ახდენენ ციკლოოქსიგენაზაზე პარაცეტამოლის ზემოქმედების ნეიტრალიზებას, რაც ხსნის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის პრაქტიკულად სრულ არარსებობას. ასკორბინის მჟავა – თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების ცვლის რეგულირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას. დიფენჰიდრამინი – ახდენს ანტიჰისტამინურ, ასევე დამამშვიდებელ და საძილე მოქმედებას. კალციუმის გლუკონატი – წარმოადგენს კალციუმის წყაროს ორგანიზმში, ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას (მექანიზმი უცნობია), ხელს უშლის სისხლძარღვთა მომატებული გამტარობის და სიმყიფის განვითარებას, რომლებიც განაპირობებენ ჰემორაგიულ პროცესებს გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, ასევე აღადგენს კაპილარულ
სისხლის მიმოქცევას. ალერგიული დაავადებების ან გართულებების სამკურნალოდ რეკომენდირებულია მისი კომბინირებული გამოყენება ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან.
რუტინი – ამცირებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

გამოყენების ჩვენებები
პენტაფლუცინი გამოიყენება მოზრდილებში მწვავე რესპირატორული დაავადებების და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, სხეულში ტეხის შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, ცხვირის გაჭედვა; ინფექციურ დაავადებებისადმი ორგანიზმის არასპეციფიკური წინააღმდეგობის გაზრდისათვის.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები. სისხლის დაავადებები სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილებით. გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი. ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი, ნეფროუროლითიაზი (კალციუმის).
თრომბოზებისადმი მიდრეკილება. 18 წლამდე ბავშვთა ასაკი (არ არსებობს კლინიკური კვლევები ბავშვებში). ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური
მალაბსორბცია, საქაროზა-იზომალტოზური უკმარისობა.

სიფრთხილით
ჟილბერის სინდრომის დროს (კონსტიტუციონალური ჰიპერბილირუბინემია). პრეპარატის შემადგენლობაში შედის შაქარი (1 პაკეტი შეიცავს შაქრის 0,33 პურის ერთეულს), რაც გათვალისწინებული უნდა იქნა დიაბეტით დაავადებული პაციენტების მიერ.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. ლატქაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის ერთი პაკეთის შიგთავი გახსენით 1/2 ჭიქა ცხელ წყალში და დალიეთ. დასაშვებია უმნიშვნელო ნალექი ჭიქაში. გამოყენებული უნდა იქნას ახლად მომზადებული ხსნარი. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. გამოიყენება პერორალურად, ჭამის Dშემდეგ თითო პაკეტი პენტაფლუცინი 3-4 ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება
რეკომენდირებული დოზით გამოყენებისას გვერდითი რეაქციები იშვიათად აღინიშნება. შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების აღნიშვნა, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა. პარაცეტამოლის არსებობა: შესაძლებელია პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება. დიფენჰიდრამინის არსებობა: გამოხატული სედაციური და ანტიქოლინერგული გვერდითი თვისებები – ძილიანობა, კოორდინაციის და რეაქციის სისწრაფის დარღვევები. ზოგიერთ შემთხვევაში დიფენჰიდრამინი, პირიქით, იწვევს აგზნების გამოვლენას – უძილობას, გაღიზიანებადობას, ეიფორიას, თავბრუსხვევას, ტრემორს. რუტოზიდის არსებობა: დიარეა, სახესთან სისხლის “მოწოლა”. თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ღრმავდება, ან თუ თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები – გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ერთი ან ორი დღის შემდეგ განისაზღვრება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მკურნალობა: დაზარალებულს უნდა გაუკეთდეს კუჭის ამორეცხვა, დაენიშნოს ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი) და საჭიროა ექიმთან მიმართვა. სიმპტომური თერაპია (მეთიონინის, აცეტილცისტეინის შეყვანა).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
თავი უნდა იქნას არიდებული პრეპარატის კომბინაციას ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან. პარაცეტამოლი: აქვეითებს ურიკოზურიული სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობას. პარაცეტამოლის თანმხლები გამოყენება მაღალი დოზებით ზრდის ანტიკოაგულაციური სამკურნალო საშუალებების ეფექტს (პროკოაგულანტური ფაქტორების სინთეზის შემცირება ღვიძლში). ღვიძლში მიკროსომალური დაჟანგვის ინდუქტორები (ფენიტოინი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ეთანოლი და ჰეპატოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რაც განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების შესაძლებლობას დოზის
მცირე გადაჭარბების დროსაც კი. ბარბიტურატების ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს პარაცეტამოლის ეფექტურობას. ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის განვითარებას.
პარაცეტამოლის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი კომბინირებული გამოყენება ზრდის “ანალგეტიკური” ნეფროპათიის და თირკმლის პაპილარული ნეკროზის განვითარების, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის დადგომის რისკს. დიფლუნისალი ზრდის პარაცეტამოლის პლაზმურ კონცენტრაციას 50%-ით – ჰეპატოტოქსიკურობის განვთარების რისკი. მიელოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიკურობის გამოვლინებებს. დიფენჰიდრამინი: ახდენს ალკოჰოლის, ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას. მონოოქსიდაზას ინჰიბიტორები აძლიერებენ დიფენჰიდრამინის ანტიქოლინერგულ აქტივობას. ასკორბინის მჟავა: ზრდის სისხლში ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას; 1 გ/დღეში დოზით ზრდის ეთინილესტრადიოლის
ბიოშეღწევადობას (მათ შორის პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში შემავალის). ამცირებს ჰეპარინის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას.
აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის პრეპარატების შეწოვას (გადაყავს სამვალენტიანი რკინა ორვალენტიანში); შეიძლება გაზარდოს რკინის გამოყოფა დეფეროქსამინთან ერთდროულად გამოყენებისას. აცეტილსალიცილის მჟავა, პერორალური კონტრაცეპტივები, ახალი წვენები და ტუტე სასმელი ამცირებენ შეწოვას და შეთვისებას. აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება შარდით ასკორბინის მჟავის გამოყოფა და მცირდება აცეტილსალიცილის მჟავის გამოყოფა. აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ასკორბინის მჟავის აბსორბციას დაახლოებით 30%-ით. ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობისას, ანელებს თირკმელებით მჟავების გამოყოფას, ზრდის ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებების (მათ შორის ალკალოიდების) გამოყოფას, ამცირებს სისხლში პეროლარული კონტრაცეპტივების კონცენტრაციას. ერთდროულად გამოყენებისას ამცირებს იზოპრენალინის ქრონოტროპულ მოქმედებას. ბარბიტურატები და პრიმიდონი ზრდიან შარდით ასკორბინის მჟავის გამოყოფას. კალციუმის გლუკონატი: ქინიდინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია პარკუჭშიდა გამტარობის შენელება და ქინიდინის ტოქსიკურობის ზრდა. წარმოქმნის უხსნად კომპლექსებს ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან (ამცირებს ანტიბაქტერიულ ეფექტს). ამცირებს ტეტრაციკლინების, დიგოქსინის, რკინის პერორალური პრეპარატების აბსორბციას (ინტერვალი მათ მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი). თიაზიდურ დიურეზულებთან კომბინაციაში შესაძლებელია გააძლიეროს ჰიპერკალციემია, შეამციროს კალციტონინის ეფექტი ჰიპერკალციემიის დროს. ამცირებს ფენიტოინის ბიოშეღწევადობას. ფარმაცრევტულად შეუთავსებელია კარბონატებთან, სალიცილატებთან, სულფატებთან (წარმოქმნის უხსნად ან რთულად ხსნად კალციუმის მარილებს). ამცირებს ნელი კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტს. რუტოზიდი: ფარმაკოლოგიური ეფექტი ძლიერდება ასკორბინის მჟავათი.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდირებული პრეპარატის კომბინირებული მიღება ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. 5 გ გრანულები ქაღალდის პაკეტში პოლიმერული საფარით. 5, 10 პაკეტს სამედიცინო გამოყენების ისტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი
ღსს “ურალბიოფარმა” 620039, ქ. ეკატერინბურგი, მაშინოსტროიტელების ქ., 31 ა ტელ. (343) 254-01-83, ფაქსი (343) 254-01-79

გამოშვებული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიებით მიმართეთ:
ღსს “ურალბიოფარმა”, 620026, ქ. ეკატერინბურგი, კუიბიშევის ქ., 60 ტელ. (343) 254-02-45