მენიუ

რინოსინი ცხვირის წვეთები

ფარმაცევტული ფორმა:
ცხვირის წვეთები
რინოსინის ცხვირის წვეთები არის უფერო და უსუნო ხსნარი.

შემადგენლობა:
თითოეული 100მლ შეიცავს:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 50მგ
ქლორფენირამინის მალეატი 50მგ
ცეტრიმიდი 2მგ
იზოტონური ბუფერული ხსნარი 100მლ-მდე

თვისებები:
რინოსინის ცხვირის წვეთები შეიცავს ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდს და ქლორფენირამინის მალეატს ფორმურილებილს სტერილურ იზოტონურ ბუფერულ ხსნარში, რომელიც დაცულია კონსერვანტ ცეტრიმიდის ანტიმიკრობული აგენტით. ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ეფექტურად ავიწროებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის არტერიოლებს, სისხლძარღვთა ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე პირდაპირი მასტიმულირებელი მოქმედებით. ღადგან ეს მოქმედება სწრაფიქ და ცანგრძლივი, თერაპიულად სასარგებლოა იმ პირთათვის, რომელთა ძილის პროცესი დარღვეულია ცხვირის დახშობის გამო. ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ასევე ხსნის პარანაზალური წიარების გასავლებს და ამგვარად აადვილებს მათი სეკრეციების დრენაჟს სინუსური წარმოშობის თავის ტკივილის მოხსნით. ქლორფენიმარმინის მალეატი, რინოსინის ცხვირის წვეთების მეორე აქტიური ინგრედიენტი, არის ძლიერი ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც სწრაფად ახდენს ალერგიული რინიტების და სინუსიტების გამოხატვის კონტროლს (მაგ. ცემინება, რინორეა, ცხვირის ქავილი) H-რეცეპტორებზე მაბლოკირებელი მოქმედებით. ქლორფენირამინის მალეატის ანტიქოლინერგიული ეფექტი ასევე მონაწილეობს რინორეას შემცირებაში.

ჩვენებები:

– ცხვირის დაცობა ალერგიული რინიტების, ზოგადი გაციების, მწვავე რინიტი, სინუსიტის, მაღალი სიცხის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
– როგორც დამატებითი მკურნალობა და პრევენცია შუა ოტიტის და სირინგიტის დროს.

დოზირება და მიღება:
მოზრდილები და ბავშვები ( 6 წელზე უფროსი): ერთი ან ორი წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში ოთხ ჯერამდე, ან ექიმის დანიშნულებით. გვერდიტი ეფექტები: რინოსინი უსაფრთხოა და კარგად აიტანება. თუმცა, როგორც ნაფაზოლინის შემცველი სხვა წვეთების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ტრანზიტორული გაღიზიანება, რომელიც მალე გაქრება.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე ჰიპერტენზიოა, გულის იშემიური დაავადება და ვიწროკუთხოვანი გლაუკომა.

სიფრთხილის ზომები:
ისევე როგორც სიმპატომიმეტური აგენტების შემცველი სხვა ცხვირის წვეთები, ხანგრძლივი ან ჭარბი გამოყენებისას იწვევს რიკოშეტის მოვლენას.

შეფუთვა:

L 10მლ ბოთლი გამფრქვევი საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

შენახვის პირობები:
შეინახეთ 15-30 С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

გადახედვის თარიღი: 10/4/2010
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: ფარკო ფარმაცეუტიკალსი
ალექსანდრია, ეგვიპტე