მენიუ

სულბინი 1.5გ ფლაკ. N1+ წყალი საინექციო N1

გამოყენების ინსტრუქცია
სულბინი ფლაკონები (ი.ვ., ი.მ.)
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი
SULBIN

შემადგენლობა:

თითოეული ფლაკონი (375მგ) შეიცავს:
ნატრიუმის ამპიცილინი 250მგ და ნატრიუმის სულბაქტამი 125მგ
თითოეული ფლაკონი (750მგ) შეიცავს:
ნატრიუმის ამპიცილინი 500მგ და ნატრიუმის სულბაქტამი 250მგ
თითოეული ფლაკონი (1.5გ) შეიცავს:
ნატრიუმის ამპიცილინი 1გ და ნატრიუმის სულბაქტამი 500მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
სულბინი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ამპიცილინს და ბეტა- ლაქტამაზას ინჰიბიტორ ნატრიუმის სულბაქტამს თანაფარდობით 2:1, ინტრავენური და ინტრამუსკულარული მიღებისთვის. ამპიცილინი არის ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური პენიცილინი უსაფრთხოების მაღალი პროფილით და პოტენციური ბაქტერიციდული მოქმედებით გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობული და ანაერობული არაბეტა-ლაქტამაზა მწარმოებელი მიკროორგანიზმების მიმართ. ამპიცილინი შექცევადად აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანურ კომპონენტს, რაც იწვევს ბაქტერიის სწრაფ ლიზისს. სულბაქტამი შეუქცევადად აინჰიბირებს მიკროორგანიზმებში არსებულ ბეტა-ლაქტამაზას, რაც რეზისტენტულია პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ. სუბლინში სულბაქტამის არსებობა იცავს ამპიცილინს დაშლისგან ბეტა- ლაქტამაზას ფერმენტების მიერ და აღადგენს მის ბაქტერიციდულ მოქმედებას ბეტა-ლაქტამაზას მწარმოებელი ბაქტერიის წინააღმდეგ. სულბინის ანტიბაქტერიული სპექტრი ამიტომ მოიცავს ამპიცილინ- მგრძნობიარე და ბეტა-ლაქტამაზა- მწარმოებელ შტამებს. მსგავსი ფართო სპექტრი ანიჭებს სულბინს კლინიკურ უპირატესობას შერეული ინფექციების ფართო დიაპაზონის მკურნალობაში რომელთა განკურნებაც არ ხდება მხოლოდ ამპიცილინით. სულბინი უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება და გამოიყენება სხვადასხვა მწვავე და ზომიერად მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ფარმაკოკინეტიკა
სულბინის ინექციის შემდეგ, ამპიცილინის და სულბაქტამის პიკური დონეები მიიღწევა დაუყოვნებლივ ი.ვ. ინექციის ან ინფუზიის შემდეგ და 1 საათში კუნთში შეყვანის შემდეგ. პლაზმურ ცილებთან კავშირია დაახლოებით 28% ამპიცილინის და 38% სულბაქტამისთვის. პრეპარატი კარგად ნაწილდება უმეტესობა ქსოვილებში (ნაწლავის ლორწო, ძვლები, ნაღვლის ბუშტი, ფილტვები და ქალის რეპროდუქციული ქსოვილები) და სითხეებში (პლევრალური, სინოვიალური და პერიტონეალური სითხეები, შუა ყურის სითხე და ნაღველი) მაღალი კონცენტრაციებით თავზურგტვინის სითხეში მხოლოდ ანთებითი მენინგიტის დროს. ამპიცილინი გამოიყოფა ნაღველში და გადის ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას, ასევე კვეთს პლაცენტას და შეინიშნებდა დედის რძეში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ორივე კომპონენტისთვის არის დაახლოებით 1სთ. სულბინის დაახლოებით 75-85% გამოიყოფა უცვლელად შარდში 8 საათის განმავლობაში მიღების შემდეგ.

ანტიმიკრობული შრატი
სულბინს აქვს უფრო ფართო ანტიმიკრობული სპექტრი ვიდრე სხვა პენიცილინებს. სულბინის სპექტრი მოიცავს მიკროორგანიზმების ფართო სპექტრს როგორიცაა:

გრამდადაებითი ბაქტერიები:

Staphylococcus aureus, Staph. epidermidis, Staph. saprophyticus, Streptotoccus faecalis, S. pneumonia, S. pyogenes, S. viridans,
Bacillus anthracis და Listeria monocytogenes

გრამუარყოფითი ბაქტერიები:
Haemophilus influenza, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Escherichia coli, Klebsiella-s saxeobebi, Proteus mirabilis,
Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia atuartii, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, N. meningitides,
Salmonella-ს სახეობები, Shigella-ს saxeobebi, Enterobacter-ის saxeobebi და Acinetobacter-ის სახეობები.

ანაერობები:
Clostridium-ის სახეობები, Peptococcus-ის სახეობები, Peptostreptococcus-ის სახეობები, Bacteroides-ის სახეობები,
მათ შორის B. fragilis და Fusobacterum-ის სახეობები.

ჩვენებები
სულბინი ინიშნება ზომიერი ან მწვავე იფნექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ამპიცილინის
და სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიერე ორგანიზმებით:

  • სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ფილტვის აბსცესი, ინფიცირებული ბრონქიექტაზია და ემფიზემა.
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: ოტიტი, სინუსიტის, ტონზილიტი და ეპიგლოტი.
  • საშარდე გზების ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი და ურეთრიტი
  • მამაკაცის სასქესო ორგანოების ინფექციები: პროსტატიტი და ორქიტი.
  • ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები: ენდომეტრიტი, მენჯის ღრუს ცელულიტი და აბსცესი, სეპტიური აბორტი, პუერპერალური სეფსისი, სალპინგიტი, სალპინგო-ოფორიტი, ტუბო- ოვარიალური აბსცესი და პროფილაქტიკა საკეისრო კვეთისას.
  • გონორეა მუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები: ქოლეცისტიტი, პერიტონიტი,
    გასტროენტერიტი, შიგელოზი და სხვა ინტრააბდომინური ინფექციები.
  • ტიფოიდი და პარატიფოიდური ცხელება.
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები: მენინგიტი და თავის ტვინის აბსცესი.
  • ძვლების და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, აბსცესი და სეპტიური ართრიტი.
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ცელულიტი, აბსცეს და ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობა.
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი (პროფილაქტიკა).
  • პრე- და პოსტოპერაციული პერიოდი(პროფილაქტიკა).

დოზირება
დოზა განსხვავდება ინფექციის ტიპის და სიმწვავის მიხედვით, ასაკის და თირკმლის ფუნქციის მიხედვით. სულბინის მიღება შესაძლებელია ღრმად კუნთში, ი.ვ ინექციით ან ინფუზიით. ი.ვ. მიღებისთვის დოზის მიღება შესაძლებელია ნელი ინტრავენური ინექციის სახით 10-15 წუთის მანძილზე. მისი მიღება შესაძლებელია ასევე განზავებული სახით თავსებად გამხსნელში 3-45მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30წთ მანძილზე.

  • 1-12 წლის ასაკის ბავშვები (ი.ვ.): 150-300 მგ სუბლინი/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 6 საათში. მაქსიმალური დღიური დოზაა 12გ. მოზრდილები და >12 წლის ასაკის ბავშვები: 1.5 -3გ/6 საათში. მაქსიმალური დღიური დოზაა 12გ სულბინი.
  • გაურთულებელი გონორეა: ერთჯერადი დოზაა 1.5გ (ი.მ.) 1 გ პრობენეციდთან
  • მოზრდილები და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს: შესაძლებელია დოზებს შორის

ინტერვალის გაზრდა შემდეგნაირად:

  • კრეატინინის კლირენსი მლ/წთ

≥30; 15-29; 5-14; <5.

  • დოზებს შორის ინტერვალი (სთ)

6-8; 12; 24; 48;

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინების ან სულბაქტამის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
მონონუკლეოზის მქონე პაციენტები მეტად არიან მიდრეკილნი კანზე გამონაყარის განვითრებისადმი ამპიცილინით თერაპიის დროს. სუპერინფექციის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატი.

გვერდითი ეფექტები
სულბინი კარგად გადაიტანება და იშვიათად ვითარდება ინექციის ადგილას ტკივილი. ალერგიული რეაქციები როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, გულისრევა, ღებინება დიარეა, დაღლილობა, შებერილობა, მუცლის დილატაცია, თავის ტკივილი და უგუნებობა, შეიძლება განვითარდეს.

ორსულობა და ლაქტაცია
მავნე ეფექტები არ შეინიშნებოდა ამპიცილინის და სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების დროს ნაყოფზე ან ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვზე. თუმცა, მოცემული კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს ორსულობის დროს ძლიერი აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის ძალიან მცირე კონცენტრაცია გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პრობენეციდი ზრდის ამპიცილინის და სულბაქტამის პლაზმურ კონცენტრაციებს. პენიცილინები ამცირებენ პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. ალოპურინოლი ზრდის ამპიცილინით გამოიწვეული კანზე გამონაყარის პოტენციალს. ტეტრაციკლინებმა შესაძლოა დაარღვიონ ამპიცილინი/სულბაქტამის ბაქტერიციდული ეფექტები. თუ ინიშნება ამპიცილინი/სულბაქტაის ერთდროული თერაპია ამინოგლიკოზიდებთან მათი გახსნა და გამოყენება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე.

ზემოქმედება ლაბორატორიულ ანალიზებზე
შემცირების მეთოდის გამოყენებისას შესაძლებელია გლუკოზას ცრუ დადებითი შედეგი. ამპიცილინის მიღებისას შესაძლებელია კუმბსის ტესტის ცრუ დადებითი პირდაპირი შედეგი. მულტისტიქსი რეკომენდებულია შარდში ცილის აღმოსაჩენად.

გახსნა და მიღების წესი
სულბინის მიღება შესაძლებელია ინტრავენური ან ინტრამუსკულური გზით.

გამოიყენება განზავების შემდეგი წესი:

საერთო დოზა           გამხსნელის მოცულობა         საბოლოო მოცულობა

375 მგ                                          0.8 მლ                                 1 მლ
750 მგ                                          1.6 მლ                                  2 მლ
1.5 გ                                             3.2 მლ                                  4მლ

ინტრამუსკულური შეყვანისთვის:
ფლაკონის შემადგენლობის გახსნა შესაძლებელია სტერილურ საინექციო წყალში ან 0.5% ან 2% საინექციო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდში. გამოიყენეთ მხოლოდ ახლად მომზადებვული ხსნარები ღრმა ინტრამუსკულარული ინექციისთვის მომზადებიდან 1 საათის განმავლობაიში.

ინტრავენური მიღებისთვის:

ფლაკონის გახნსა შესაძლებელია ერთ-ერთ რომელიმე გამხსნელში: სტერილური საინექციო წყალი, 0.9% საინექციო ნატრიუმის ქლორიდი, 5% საინექციო დექსტროზა, საინექციო რინგერის ლაქტატი, M/6 საინექციო ნატრიუმის ლატქატი, 5%^ დექსტროზა 0.45% ფიზიოლოგიურ წყალში ან 10% ინვერტულ შაქარში.

N.B. ხსნარი განზავების შემდეგ უნდა გააჩერტოთ ცოტა ხნით აქაფების გასაფანტად სრული გახსნისთვის ვიზუალური შემოწმებისთვის.

გახსნილი სულბინის სტაბილურობა

გამხსნელი                                           ამპიცილინი/სულბაქტამის                                    გამოყენების პერიოდი (სთ/C)
კონცენტრაცია მგ/მლ

  • საინექციო სტერილური წყალი                        45-მდე                                                                            8/25 ან 48/4
  • იზოტონური ნატრიუმის ქლორიდი              30-მდე                                                                                   72/4

45-მდე                                                                    8/25 ან 48/4

  • M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი               30-მდე                                                                                    72/4
  • 5% დექსტროზა წყალში                                    45-მდე                                                                             8/25 ან 8/4
  • 5% დექსტროზა 0.4% ნატრიუმის                  30-მდე                                                                             2/25 ან 4/4
    ქლორიდში                                                            3-მდე                                                                                     4/25

15-მდე                                                                                     4/4

  • 10% ინვერტული შაქარი წყალში                    3-მდე                                                                                     4/25
  • რინგერის ლაქტატის ხსნარი                           30-მდე                                                                                   3/4

3-მდე                                                                                    4/25

45-მდე                                                                            8/25 ან 24/4

შეფუთვა:
ყუთი შეიცავს 1 ფლაკონ სულბინს 375მგ, 750მგ ან 1.5გ

შენახვის პირობები:
შეინახეთ 15-30℃ ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. წარმოებულია ეგვიპტეში

მწარმოებელი: ფარკო ფარმასიუტიკალს ალექსანდრია
გადახედვის თარიღი: 4/2008