რბილი ჟელატინის კაფსულები
ფარმაცევტული ჯგუფი:
ლიპოტროპული პრეპარატი
შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს:
- ესენციური ფოსფოლიპიდები 10მგ
- ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 2მგ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი ) 1მგ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2მგ
- ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი ) 10მკგ
- ცინარას ექსტრაქტი 50მგ
- კალციუმი-D-პანტოთენატი 5მგ
- ნიკოტინამიდი 10მგ
- ინოსიტოლი 50მგ
- ოროტის მჟავა 20მგ
- ფოლის მჟავა 0.5მგ
- D (+) ბიოტინი 0.1მგ
- მზესუმზირის ზეთი 150მგ
ჩვენებები:
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ღვიძლის დისფუნქცია:
– ტოქსიკური , ინფექციური ჰეპატიტი, ნაწლავური პარაზიტიზმი და ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
მეტაბოლური დარღვევები:
– დიაბეტი, ჰიპოთირეოდიზმი, თირეოტოქსიკოზი, ორსულობა, სპრუ და კვაშიორკოკი;
როგორც დამატებითი თერაპია:
– ჰიპერტენზიის, ათეროკლეროზის, სიმსუქნის და კანის დაავადებების დროს.
დოზირება:
1-2 კაფსულა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები აღწერილია ზოგიერთ ვიტამინურ კომპონენტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვეულებრივ, ბევრად უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას ვიდრე მათ შეიცავს ფარკოვიტ B12.
უკუჩვენება:
ფარკოვიტ B12 უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. სხვა ქოლერეტიკული ეფექტის მქონე პრეპარატების მსგავსად, ფარკოვიტ B12 დიდი დოზები უკუნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის სადინრის ობსტრუქციის შემთხვევაში.
გაფრთხილება:
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ნებისმიერ სხვა წამლებს ან იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ესაჭიროებათ კონსულტაცია.
შეფუთვა:
კოლოფში მოთავსებულია 30 რბილი ჟელატინის კაფსულა.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
შენახვის პირობები:
შეინახეთ 15-30 გრადუს ტემპერატურაზე, ნესტისგან მოშორებით . შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III- გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ფარკო ფარმაცეუტიკალსი, ალექსანდრია-კაირო დეზერტ როუდი, ეგვიპტე.