მენიუ

ფარკოსოლვინი სიროფი N1

სიროფი და რბილი ჟელატინის კაფსულები (რ.ჟ.კაფს.) მუკოლიზური, ამოსახვლებელი და ბრონქოდილატაციური საშუალება

შემადგენლობა:

თვისებები:
ფარკოსოლვინი (სიროფი ან რ.ჟ.კაფს.) წარმოადგენს ამბროქსოლის, გუაფენეზინის და თეოფილინის კომბინაციას, რომელიც მოქმედებს სინერგიულად და უზრუნველყოფს ერთდროულად მუკოლიზურ, ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს. ამბროქსოლი არის ძლიერი მუკოლიზური საშუალება, რომელიც ცვლის წებოვანი ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურას, რის შედეგადაც ის ხდება ნაკლებად წებოვანი და გამოსუფთავდება სასუნთქი გზებიდან. გუაფენეზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის წებოვანებას და ზედაპირულ წნევას და ზრდის რესპირატორული ტრაქტის სითხის გამოყოფას, ხელს უწყობს რა ამოხველებას და ტრაქეობრონქულ ლორწოვანზე დამამშვიდებელი მოქმედების განვითარებას. ფარკოსოლვინის მესამე ინგრედიენტი თეოფილინი ეფექტურად ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, ასტიმულირებს მედულარულ რესპირატორულ ცენტრს, აუმჯობესებს დიაფრაგმის შეკუმშვადობას და მუკოცილიარულ კლირენსს სასუნთ გზებში. საერთო ეფექტს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ფარკოსოლვინი ზრდის ხველის რეფლექსის და ცილიარული მოქმედების ეფექტურობას ტრაქეადან და ბრონქებიდან დაგროვილი სეკრეტის გამოდევნის მხრივ. კლინიკურად, ფარკოსოლვინი უზრუნველყოფს წებოვან სეკრეტთან და სასუნთქი გზების სპაზმთან ასოცირებულ ხველის სიმპტომურ მოხსნას, ახდენს ლორწოს საცობების წარმოქმნის პრევენციას და გარდაქმნის მშრალ არაპროდუქტიულ ხველას ნაკლებად ხშირ და უფრო პროდუქტიულ ხველად. ეს ეფექტები აჩვენებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას ხველის სხვადასხვა სახეობის მოსახსნელად ბავშვებსა და მოზარდებში მრავალი რესპირატორული დაავადებისას.

ჩვენებები:
ფარკოსოლვინი (სიროფი ან რ.ჟ.კაფს.) ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების დროს წებოვან სეკრეტთან და ბრონქოსპაზმთან ასოცირებული პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველის სამკურნალოდ, შემდეგი შემთხვევებისას:

– ინფექციებით გამოწვეული ტრაქეობრონქიტი ან ბრონქიტი, გამაღიზიანებლების მიმართ ზემოქმედებით, მოწევით გამოწვეული მდგომარეობები;

– ასთმური ბრონქიტი;

– ბრონქოპნევმონია;

– პნევმონია;

– ემფიზემა;

– ბრონქოექტაზია;

– ატელექტაზი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფთხილის ზომები:
როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ფარკოსოლვინიც სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პეპტიური წყლული, ჰიპერტენზია, გულის, ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება.

გვერდითი ეფექტები:
ფარკოსოლვინი არის უსაფრთხო და ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ტრანზიტორული გულისრევა ან ღებინება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ფარკოსოლვინი გამოიყენება ორსულ ქალებში ან მეძუძურ დედებში მხოლოდ მკაფიო ჩვენებებისას.

დოზირება:
ბავშვები (1-3 წლის): 1/2-1 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ბავშვები (3-12 წლის): 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
მოზრდილები და ბავშვები (12 წლის ასაკის ზევით): 1-3 ჩაის კოვზი ან 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.

შეფუთვა:
60 ან 120 მლ სიროფის შემცველი ბოთლი.
12 ან 24 რ.ჟ.კაფსულის შემცველი კოლოფი.

შენახვის პირობები:
ინახება (15-300ჩ) ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას მხოლოდ რ.ჟ. კაფსულების შემთხვევაში. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილს.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე