მენიუ

ციტოფლავინი (0,3გ + 0,05გ + 0,025გ + 0,005გ) ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)

სავაჭრო დასახელება: ციტოფლავინი (Cytoflavin®)
ჯგუფური დასახელება: ინოზინი+ნიკოტინამიდი+რიბოფლავინი+ქარვის მჟავა

წამლის ფორმა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
1 ტაბლეტის შემაგდენლობა:
აქტიური ნივთიერებები:ქარვის მჟავა – 0, 300გ, ინოზინი (რიბოქსინი) – 0,50გ, ნიკოტინამიდი – 0,025გ, ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი
(რიბოფლავინ) – 0,005გ; დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი – 0,00810 გ, კალციუმის სტეარატი – 0,00390გ, ჰიპრომელოზა – 0,00360გ,
პოლისორბატი 80 – 0,00040გ; ნაწლავში ხსნადი გარსი: მეტაკრილის მჟავა და ეთილაკრილის სოპოლიმერი (1:1) – 0,02902 გ, პროპილენგლიკოლი – 0,00291გ, საღებავი აზორუბინი (კარმუაზინი) (E122) – 0,00007გ.

აღწერა:

მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული წითელი ფერის გარსით. განივ ჭრილში შეინიშნება ორი ფენა. ტაბლეტის ბირთვი ყვითელიდან მოყვითალო-ნარინჯისფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება.

ათქ კოდი: NN07XX

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური ეფექტები განპირობებულია პრეპარატში ციტოფლავინის შემავალი კომპონენტების კომპლექსური ზემოქმედებით.
ქარვის მჟავა – ენდოგენური კრებსის ციკლის უჯრედშიდა მეტაბოლიტი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებში ასრულებს უნივერსალურ ენერგომასინთეზირებელ ფუნქციას.
კოფერმენტის ფლავინადენინდინუკლეოტიდის მონაწილეობით (ფად) ქარვის მჟავა სუქცინატდეჰიდროგენაზას მიტოქონდრიული ფერმენტით სწრაფად ტრანსფორმირდება ფუმარინის მჟავად და შემდეგ ტრიკარბონული მჟავების ციკლის სხვა მეტაბოლიტებად. ასტიმულირებს აერობულ გლიკოლიზს და სინთეზს აგფ უჯრედებში. ქარვის მჟავას მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტს კრებსის ციკლში წარმოადგენს ნახშირორჟანგი და წყალი. ქარვის მჟავა აუმჯობესებს ქსოვილების სუნთქვას ელექტრონების ტრანსპორტის აქტივაციის ხარჯზე
მიოქონდრიებში.\რიბოფლავინი (ვიტამინ B2) წარმოადგენს ფლავინის კოფერმენტს (ფად), რომელიც ააქტიურებს სუქცინადეჰიდროგენაზას და კრებსის ციკლის სხვა ჟანგვა-აღმდგენ რეაქციებს. ნიკოტინამიდი (ვიტამინ PP), ნიკოტინის მჟავას ამიდი. ნიკოტინამიდი უჯრედებში ბიოქიმიური რექციების კასკადის გზით ტრანსფორმირდება ნიკოტინამიდადენინნუკლეოტიდის (ნად) და მისი ფოსფატის (ნადფ) ფორმად, ააქტიურებს რა კრებსის ციკლის ნიკოტინამიდდამოკიდებულ ფერმენტებს, რომელიც აუცილებელია უჯრედული სუნთქვისა და აგფ სინთეზის სტიმულირებისთვის. ინოზინი წარმოადგენს პურინულ წარმოებულს, აგფ-ს წინამორბედს. გააჩნია კრებსის ციკლის მთელი რიგი ფერმენტების გააქტიურების უნარი, ასტიმულირებს რა ძირითადი ფერმენტების-ნუკლეოტიდების სინთეზს: ფლავინადენინდინუკლეოტიდის (ფად) და ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდს (ნად). ამგვარად, ციტოფლავინის ყველა კომპონენტი წარმოადგენს ორგანიზმის ბუნებრივ მეტაბოლიტს და ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვას. პრეპარატის მეტაბოლური ენერგოკორექცია, ანტიჰიპოქსიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც განსაზღვრავს ფარმაკოლოგიურ თვისებებს და შემადგენლების სამკურნალო ეფექტურობას, განპირობებულია ქარვის მჟავას, ინოზინის, ნიკოტინამიდის და რიბოფლავინის ურთიერთქმედებითი მოქმედებით. ციტოფლავინს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა. ქარვის მჟავა შიგნით მიღებისას აღწევს სისხლსა და ქსოვილებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლის რეაქციებში, სრულად იშლება ცვლის საბოლოო პროდუქტებად (ნახშირორჟანგი და წყალი) 30
წუთში. ინოზინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს – 5 სთ, სისხლში საშუალო შენარჩუნების დრო – 5,5 სთ, განაწილების წონასწორული მოცულობაა 20 ლ. ინოზინი მეტაობლიზდება ღვიძლში ინოზინმონოფოსფატის წარმოქმნით მისი შემდგომი ჟანგვით შარდმჟავამდე. უმნიშვნელოდ
გამოიყოფა თირკმელებით. ნიკოტინამიდი სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში (განაწილების წონასწორული მოცულობაა 500ლ). სისხლში მაქსიმლური კონცენტრციის მიღწევის დრო – 2 სთ, სისხლში შენარჩუნების საშ. დრო – 4,5 სთ. ნიკოტინამიდი აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში; მეტაბოლიზდება ღვიძლში N-მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით, გამოიყოფა თირკმელებით. რიბოფლავინ სწრაფად აბსობირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ვრცელდება არათანაბრად (მეტ-ნაკლები რაოდენობა მიოკარდიუმში, ღვიძლში, თირკმელებში), ტრანსფორმირდება ფლავინადენინმონონუკლეოტიდად (ფმნ) და ფლავინადენინდინუკლეოტიდად (ფად) მიტოქონდრიებში. აღწევს პლაცენტასა და დედის რძეში; გამოიყოფა თირკმელებით უპირატესად მეტაბოლიტების სახით.

გამოყენების ჩვენებები
მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში:
– თავის ტვინის ინფარქტის შემდეგომი პერიოდი
– სხვა ცერებროვასკულური დაავადებები (ცერებრული ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია);
– ნევრასთენიები (მომატებული გაღიზიანებადობა, დაღლილობა, ხანგრძლვიი გონებრივი და ფიზიკური დაძაბულების მიმართ უნარის დაკარგვა).

უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების ინდივიდაუალური აუტანლობა. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების შეზღუდვის გამო.

სიფრთხილით
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები (ეროზიები, კუჭის წყლულები და/ან 12 გოჯა ნაწლავის, გასტრიტები და დუოდენიტები (გამწვავები პერიოდში), არტერიული ჰიპოტენზია, ნეფროლითიაზი, თანმხლები პოდაგრა, ჰიპერურიკემია.’ თუ აგეღნიშნებათ რომელიმე ჩაოთვლილი დაავადება, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენების წესი და დოზები
პერორალურად 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 8-10 საათიანი ინტერვალებით. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ 30 წუთით ადრე ჭამამდე, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით (100მლ).
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით და დღისით (არაუგვიანეს 18 სთ-სა). მკურნალობის კურსია 25 დღე. განეორებითი კურსი ინიშნება 1 თვის ინტერვალით.

გვერდითი მოქმედება
თავის ტკივილი, ტკივილი ან დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის სახით. არასასურველ რეაქციებს განეკუთვნება ტრანზიტორული ჰიპოგლიკემია, ჰიპერურიკემია, თანმხლები პოდაგრას გამწვავება. თუ რომელიმე მითითებული გვერდითი მოვლენა გამწვავდება ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები ამ დრომდე არ დადგენილა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ქარვის მჟავა, ინოზინი და ნიკოტინამიდი შეთავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან. რიბოფლავინი ამცირებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის აქტიურობას (ტეტრაციკლინების, ერითრომიცინის, ლინკომიცინის), შეუთავსებადია სტრეპტომიცინთან. ეთანოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, არხის სეკრეციის ბლოკატორები ამცირებენ რიბოფლავინის აბსორბცას, ხოლო თირეოიდული ჰორმონები აჩქარებენ მის მეტაბოლიზმს.

განსაკუთრებული მითითებები
ჰიპერტონული დაავადების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰიპოტენზიური პრეპარატების დოზების კორექცია. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში მკურნალობა ტარდება სისხლში გლუკოზას კონცენტრაციის კონტროლით. შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერილობა. ციტოფლავინი არ ზემომქმედებს ავტოტრანსპორტის, მოძრავი მექანიზმების მართვის, დისპეჩერების და ოპერატორების მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა
ტაბლეტები, დაფარული ნაწლავში ხსნადი გარსით.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის ფირით და ალუმინის ფოლგით . 5 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ო ჩ-ზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “მეცნიერულ-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა “პოლისანი” (შპს მტფფ “პოლისანი”). რუსეთი, 192102, სანკტ-პეტერგბურგი, სალოვას ქ. ს.72, კორ. 2, ლიტ. ა, ტელ/ფაქსი:
(812) 710-82-25 მომხმარებლის პრეტენზიები გააგზავნეთ მწარმოებლის მისამართზე.