მენიუ

აცეტილ სალიცილის მჟავა-უბფ 500მგ ტაბ. N10

ანთების საწინააღმდეგო, ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი), ანტიფებრილური (სიცხის დამწევი) და,

აგრეთვე ანტიაგრეგაციული მოქმედება თრომბოციტებზე ჩვენება:

-რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი.

-ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი;

-ფებრილური მდგომარეობა ინფექციური ანთებითი დაავადებების დროს;

-სხვადასხვა წარმოშობის ზომიერი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი (ნევრალგია, მიალგია, თავის ტკივილი);

-თრომბოზისა და ემბოლიების პროფილაქტიკა;

-მიოკარდიუმის ინფარქტის პირველადი და მეორადი პროფილაქტიკა; იშემიური ტიპის დარღვევათა პროფილაქტიკა ცერებრალური სისხლის მიმოქცევაში.

მიღების წესი: ინდივიდუალურია, – ზრდასრულებში ერთჯერადი დოზა 150 მგ-დან 2 გ-მდეა, სადღეღამისო დოზა 150 მგ-დან 8 გ-მდე. მიღების სიხშირე 2-6-ჯერ დღეღამეში. – ბავშვებისათვის 2 წელზე უფროსი ასაკიდან დაშვებული ერთჯერადი დოზა 10-15 მგ/კგ ტოლია, მიღების სიხშირე – არაუმეტეს 5-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზებია: – ზრდასრულებში – 8 გ; – 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 100 მგ/კგ.