მენიუ

ავია-მორე

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება ავია-მორე

სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა (1 ტაბლეტზე)
აქტიური ნივთიერებები: Veratrum album C200, Anamitra cocculus (Cocculus) C 200,
Natrium tetraboracicum (Borax) C200.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,
მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა
ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით, თეთრი ან თითქმის თეთრი
ფერის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება
აძლიერებს ვესტიბულარული ანალიზატორის გამძლეობას კინეტიკური ზემოქმედების
მიმართ (სიჩქარის და დაჩქარების მიმართულების შეცვლა), ასევე სხვა სენსორული
ზემოქმედების მიმართ, დამახასიათებელი ტრანსპორტის მოძრაობისთვის. ამცირებს
ორგანიზმის ვეგეტატიურ რეაქციას ზემოაღნიშნულ ზემოქმედებების მიმართ, ამცირებს
ფუნქციონალური მდგომარეობის აღდგენის დროს კინეტიტიური ზემოქმედების, მათ
შორის საოპერატორო საქმიანობის (კერძოდ, ყურადღების მოცულობა და სიმტკიცე)
რიგი მაჩვენებლების შემდეგ. პრეპარატი ამცირებს ვესტიბულატორულ და ვეგეტატიურ
დარღვევებს მგძნობიარე ადამიანებში, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტით
მგზავრობის დროს (თავბრუსხვევა, გულის რევა, ღებინება, სისუსტე, ოფლიანობა).

გამოყენების ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება ,,ზღვის“ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის,
ავია და საავტომობილო ტრანსპორტში წყენის დაბალი გამძლეობის დროს, მათ შორის
იმ ადამიანებში, რომლებიც ასრულებენ საოპერატორო ფუნქციებს.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალრი მგრძნობელობა, 6
წლამდე ბავშვის ასაკი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმთან
კონსულტაციის შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებში და 6 წლიდან ბავშვებში 1 ტაბლეტი ერთ მიღებაზე (გააჩერეთ პირის
ღრუში სრულ დადნობამდე – მხოლოდ არა საკვების მიღების დროს).
პრეპარატის პირველი მიღება ხდება სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომამდე 1
საათით ადრე. შემდგომში ტაბლეტი მიიღება სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას
ყოველ 30 წუთში, მაგრამ არაუმეტეს 5 ჯერ მიღებისა ერთ დღეში.

გვერდითი მოქმედება
აღნიშნული ჩვენებებით და აღნიშნული დოზირებით პრეპარატის გამოყენების დროს
გვერდითი მოქმედება ამ დღემდე არ არის გამოვლენილი. შესაძლებელია პრეპარატის
კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები ამ დღემდე არ არის რეგისტრირებული.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიოერთმოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შემთხვევები რეგისტრირებული
არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით
პრეპარატის დანიშვნა არაა რეკომენდირებული პაციენტებში თანდაყოლილი
გალაქტოზემიით, გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომით ან გალაქტოზით, ან
თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობის დროს.
მკურნალობის კურსის ჩატარების პერიოდში რეკომენდირებულია არანაკლებ 2 თვეში 1-
ხელ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია თერაპიის შესაძლო კორექციის მიზნებში.

გამოშვების ფორმა
ჰომეოპათიური ტაბლეტები.
20 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკის ან
ალუმინის ფოლგის შეფუთვაში.
1 ან 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან
ერთად თავსდება მუყაოს კოპოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250
C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის გამოყენების პერიოდის განმავლობაში შეინახეთ უჯრედიანი შეფუთვა
მუყაოს კოლოფში, რომელიც გათვალისწინებულია მწარმოებლის მიერ.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სამკურნალო პრეპარატის მწარმოებლის/ პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება, მისამართი
შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“;
127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი-ს შესახ. ს.9.
ტელ/ფაქსი: (495) 684-43-33.