მენიუ

ანაფერონი საბავშო წვეთები

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები ჰომეოპათიური.

შემადგენლობა (1 მლ-ზე)
აქტიური ნივთიერებები: აფინურად გაწმენდილი ადამიანის გამა ინტერფერონის ანტისხეულები – 0,006 გ*. * შეიყვანება სუბსტანციის სამი აქტიური წყალხსნარის ნარევის სახით, რომელიც განზავებულია შესაბამისად 10012, 10030, 10050 ჯერ. დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, გლიცეროლი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა
უფერო ან თითქმის უფერო გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნომოდულატორები. ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები.

ათქ კოდი
L03, ჟ05AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური მოქმედება – იმუნომამოდულირებელი, ანტივირუსული. წინაკლინიკური და კლინიკური კვლევების მსვლელობაში დამტკიცებულია პრეპარატის ეფექტურობა გრიპის, პარაგრიპის, 1 და 2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსის (ლაბიალური ჰერპესი, გენიტალური ჰერპესი), სხვა ჰერპეს-ვირუსების (ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი), ენტეროვირუსების, ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის, როტავირუსის, კორონავირუსის, კალიცივირუსის, ადენოვირუსის რესპირატორულ-სინციტიალური (Pჩ ვირუსის) მიმართ.
პრეპარატი ამცირებს ვირუსის კონცენტრაციას დაზიანებულ ქსოვილებში, მოქმედებს ენდოგენური ინტერფერონების სისტემაზე და მათთან დაკავშირებულ ციტოკინებზე, აინდუცირებს ენდოგენური “ადრეული” ინტერფერონების (იფმ а/β) და გამა-ინტერფერონების (იფმ ) წარმოქმნას. ასტიმულირებს ჰუმორულ და უჯრედულ იმუნურ პასუხს. ზრდის ანტისხეულების პროდუქციას (სეკრეტორული IგA ჩათვლით), ააქტიურებს თ-ეფექტორების, თ-ჰელპერების (თX) ფუნქციებს, ახდენს მათი თანაფარდობის ნორმალიზებას. ზრდის თX და სხვა უჯრედების ფუნქციონალურ რეზერვს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნურ პასუხში. წარმოადგენს შერეული თX1 და თX2 იმუნური პასუხის ინდუქტორს: ზრდის თX1 (იფნ , ილ-2) და თX2 (ილ-4, 10) ციტოკინების გამომუშავებას, აღადგენს (ახდენს მოდულირებას) თX1/თX2 ბალანს. ზრდის ფაგოციტების და ბუნებრივი უჯრედების-ქილერების ფუნქციონალურ აქტივობას. გააჩნია ანტიმუტაგენური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა
ანალიზის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების მგრძნობელობა (აირ-თხევადი ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური თხევადი ქრომატოგრაფია, ქრომატო-მას-სპექტრომეტრია) არ იძლევა პრეპარატის ანაფერონი საბავშვო აქტიური კომპონენტების შემცველობის შეფასების საშუალებას ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებსა და ქსოვილებში, რაც ტექნიკურად შეუძლებელს ხდის ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.

გამოყენების ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექციების მკურნალობას 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 1 თვემდე საბავშვო ასაკი.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
საბავშვო აფერონის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში არ შესწავლილა.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის მიიღება არა კვების დროს.
10 წვეთი მიღებაზე (წვეთების დოზირება ხდება კოვზით). მკურნალობის პირველ დღეს იღებენ 80 წვეთს შემდეგი სქემით: 10 წვეთი ყოველ 30 წუთში პირველი 2 საათის განმავლობაში (სულ 50 წვეთი), შემდეგ ამავე დღის განმავლობაში იღებენ კიდევ 10 წვეთს 3 ჯერ თანაბარი ინტერვალებით. მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით იღებენ 10 წვეთს 3 ჯერ დღეში.
მკურნალობის პირველ დღეს პრეპარატის პირველი ხუთი მიღება უნდა ჩატარდეს კვებებს შორის ინტერვალში ან ბავშვის კვებამდე ან სითხის მიღებამდე 15 წუთით ადრე.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტებისადმი.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ანაფერონი საბავშვო ზემოქმედების შესწავლის კვლევები სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები, განპირობებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დახმარე ნივთიერებებით.

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დღემდე არ დარეგისტრირებულა სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შემთხვევები.

გასაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებს უნდა ახსოვდეთ, რომ პრეპარატის 10 წვეთი (0,5 მლ) შეიცავს 0,3 გ მალტიტოლს რაც შეესაბამება 0,002 პურის ერთეულს.

გამოშვების ფორმა
25 მლ შეღებილი შუშის ფლაკონებში, დახუფული თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით, საწვეთურით. თითოეულ ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
გახსნის შემდეგ ფლაკონი ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე 35 დღის განმავლობაში.
არ გაყინოთ!
ინახება ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

სამკურნალო პრეპარატის მწარმოებლის/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება, მისამართი
შპს “სამეცნიერო საწარმოო ფირმა “მატერია მედიკა ჰოლდინგი”;
რუსეთი, 127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი შესახვევი, სახლი 9.
ტელ./ფაქსი: +7 (495) 684-43-33.
“ცხელი ხაზის” ტელეფონები: +7 (495) 681-09-30, +7 (495) 681-93-00.
E-მაილ: ჰოტლინე@მატერიამედიცა.რუ

სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი
რუსეთი, 454139, ქ. ჩელიაბინსკი, ქ. ბუგურუსლანსკაია, სახლი 54.

შპს “სამეცნიერო საწარმოო ფირმა
“მატერია მედიკა ჰოლდინგი”-ს
რეგისტრაციის დეპარტამენტის დირექტორი /ხელმოწერა/ ე. განკინა
ბ.ა.