მენიუ

ანაფერონი

სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა (1ტაბლეტზე)

აქტიური ნივთიერებები:

აფინურად გაწმენდილი ადამიანის გამა ინტერფერონის ანტისხეულები – 0,003 გ *. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 0,267 გ., მიკროკრისტალური ცელულოზა 0,03გ., მაგნიუმის სტეარატი0,003გ. * შეიყვანება ლაქტოზის მონოჰიდრატზე წყალ – სპირიტანი ნარევის სახით, რომელიც შეიცავს არაუმეტეს10–15 ნგ/გ მოქმედი ნივთიერების აქტიურფორმას.

აღწერა

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით და ფასკით, თეთრი ან თითქმისთეთრიფერის.ბრტყელმხარესნაჭდევითგადატანილია წარწერაMATERIA MEDICA, მეორებრტყელმხარესგადატანილია წარწერა ANAFERON.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი

იმუნომოდულატორები. ანტივირუსული საშუალებები.

ათქკოდი:L03, J05AX

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პროფილაქტიკური და სამკურნალო გამოყენების დროს პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ და ანტივირუსულ მოქმედებას. ექსპერიმენტალურად და კლინიკურად დადგენილია ეფექტურობა გრიპის, პარაგრიპის ვირუსების, მარტივი ჰერპესისვირუსი 1 და 2 ტიპის (ლაბიალური ჰერპესი, გენიტალური ჰერპესი), სხვა ჰერპეს–ვირუსების (ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი), ენტეროვირუსების, ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის, როტავირუსის, კორონავირუსის, კალიცივირუსის, ადენოვირუსის, რესპირატორულ– სინციტიალური (რს ვისურის) მიმართებაში. პრეპარატი ამცირებს ვირუსის კონცენტრაციას დასნებოვნებულ ქსოვილებში, მოქმედებს ენდოგენური ინტერფერონების სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ციტოკინებზე, აინდუცირებს ენდოგენური ,,ადრეული” ინ ტერფერონების (იფნ а/β)და გამა–ინტერფერონის (იფნ y) წარმოქმნას. ასტიმულირებს ჰუმორულ და უჯრედულ იმუნიტეტს. ზრდის ანტისხეულების პროდუქციას (მათ შორის სეკრეტორულ IgA), ააქტივებს T–ეფექტორების, T– ჰელპერების (Tჰ) ფუნქციებს, ხელს უწყობს მათ თანაფარდოობას. ზრდის ფუნქციონალურ Tჰ და სხვა უჯრედების რეზერვს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნურ პასუხში. წარმოადგენს შერეული Tჰ-1 და Tჰ2 ტიპის იმუნური პასუხის ინდუქტორს: ზრდის ციტოკინების Tჰ-1 (იფნ y, ილ–2) და Tჰ-2 (ილ–4, 10) გამომუშავებას, ანორმალიზირებს (მოდულირებს ) Tჰ-1/Tჰ2 აქტივობების ბალანსს. ზრდის ფაგოციტების და ბუნებრივი უჯრედების– კილერების (ბკ-უჯრედების) ფუნქციურ აქტივობას. გააჩნია ანტიმუტაგენური თვისებები.

გამოყენების ჩვენება

მწვავე რესპრატორულვირუსული დაავადებების (მათ შორის გრიპის) პროფილაქტიკა და მკუ რნალობა. კომპლექსური თერაპია ინფექციების, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს-ვირუსებით (ინფექციური მონონუკლეოზი, ჩუტყვავილა, ლაბიალური ჰერპესი, გენიტალურიჰერპესი). ქრონიკული ჰერპესვირუსული ინფექციის, მათ შორის ლაბიალური და გენიტალური ჰერპესის რეციდივების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა. სხვა მწვავე და ქრონიკული ვირუსული ინფექციების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა, რომლებიც გამოწვეულია ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსით, ენტეროვირუსით, როტავირუსით, კორონავირუსით, კალიცივირუსით. გამოყენება ბაქტერიალური ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სხვადასხვა ეტილოგიის მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების კომპლექსური თერაპია, მათ შორის ვირუსული და ბაქტერიალური ინფექციების გართულებების პროფილაქტიკა დამკურნალობა.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვებში და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში რეკომენდებულია პრეპარატის „ანაფერონი საბავშვო“-სგამოყენება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ანაფერონის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში არ არის შესწავლილი. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს რისკის / სარგებლის თანაფარდოობა.
გამოყენების წესი და დოზები

შიგნით მისაღებად. ერთ მიღებაზე – 1 ტაბლეტი (აჩერებენ პირში სრულ გახსნამდე, მაგრამ არა საკვების მიღების დროს). მწვავე რესპირატოლურ – ვირუსული ინფექიცები, გრიპი, ნაწლავური ინფექციები, ჰერპესვირუსული ინფექციები, ნეიროინფექციები . მკურნალობა იწყება რაც შეიძლება ადრე – მწვავე ვირუსული ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისას შემდეგი სქემით: პირველი 2 საათის განმავლობაში პრეპარატი მიიღება ყოველ 30 წუთში, შემდეგ პირველი დღე–ღამის განმავლობაში ხორციელდება სამი მიღება დროის თანაბარი ინტერვალებით. მეორე დღიდან და შემდეგ პრეპარატი ინიშნება – 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუ მწვავე რესპირატორულვირუსული ინფექციების და გრიპის მკურნალობისმესამე დღეს არ აღინიშნ აგაუმჯობესება, საჭიროა ექიმისკონსულტაცია. ეპიდემიური სეზონებისას პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველდღე 1-3 თვის განმავლობაში. გენიტალური ჰერპესი. გენიტალურიჰერპესისმწვავეგამოვლინებებისდროსმიიღება თანაბარი ინტერვა ლებით შემდეგი სქემით: 1-3დღე-1ტაბლეტი8-ჯერდღეში,შემდეგ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში არანაკლებ 3 კვირისა. ქრონიკული ჰერპესვირუსული ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნი თინიშნება 1 ტაბლეტი დღეში. პროფილაქტიკური კურსის რეკომენდებულიხანგრძლ ივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შესაძლოა გაგრძელდეს 6თვე. პრეპარატის გამოყენებისას იმუნოდეფიციტური მდგომარეობების მკურნალობის ა და პროფილაქტიკისათვის ბაქტერიული ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში – 1 ტაბლეტი დღეში. საჭიროებისას პრეპარატი ინიშნება სხვა ანტივირუსულ და სიმპტომურ საშუალებებთან ერთად.

გვერდითი მოქმედება

პრეპარატის გამოყენებისას მითითებული დანიშნულებით დადოზირებით გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. შესაძლოა მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება

ამჟამად ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის რეგისტრირებული. შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენების განვითარება, რომლებიც განპირობებულია სამკურნალო ფორმაში შემავალი შემავსებლებით.

სხვ ასამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შემთხვევები არ აღნიშნულა. აუცილებლობის დროს პრეპარატი შესაძლოა დაინიშნოს სხვა ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ დასიმპტომურ საშუალებებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით პრეპარატის დანიშვნა არაა რეკომენდირებული პაციენტებში თანდაყოლილიგალაქტოზემიით,გლუკოზისმალაბსორბციისსინდრომით ანთანდაყოლილილაქტაზურიუკმარისობისდროს.

გამოშვები სფორმა

ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები. 20 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკის ან ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოსკოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენების პერიოდის განმავლობაში შეინახეთ კონტურულ უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში, რომელიც გათვალისწინებულია მწარმოებლისმიერ.

ვარგისიანობის ვადა

3წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სამკურნალო პრეპარატის მწარმოებლის/ პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება,მისამართი შპს,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“ რუსეთი, 127473, ქ.მოსკოვი, მე-3სამოტეჩნი-სშესახ.ს.9. ტელ/ფაქსი: (495) 684-43-33.