მენიუ

აფალა

გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო ფორმა: ჰომეოპათიური მოსაწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა (1 ტაბლეტი):

აქტიური კომპონენტები: პროსტატოსპეციფიური ანტიგენის აფინურად გასუფთავებული ანტისხეულები – 0,003გ* ლაქტოზის მონოჰიდრატი – 0,267გ, მიკროკრისტალური ცელულოზა – 0,03გ, მაგნიუმის სტეარატი – 0,003გ. * იდება ლაქტოზის მონოჰიდრატზე წყალ-სპირტოვანი ნარევის სახით მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმის არა უმეტეს 10-15 ნგ/გ შემცველობით. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა:

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით წაკვეთილი კიდეებით, თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის. ბრტყელ, ნაზოლიან მხარეს დატანილია წარწერა MAთEღIA MEDIჩA ხოლო მეორე, ბრტყელ მხარეს წარწერა AFALA.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

შარდ-სასქესო ორგანოების ფუნქციის მარეგულირებელი ჰომეოპათური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ანთებით და შეშუპებით მოვლენებს, ნორმაში მოჰყავს მისი ფუნქციური მდგომარეობა. აუმჯობესებს უროდინამიკას, ამცირებს ნარჩენი შარდის რაოდენობას, ახდენს საშარდე გზების ქვედა განყოფილების ტონუსის ნორმალიზაციას, ხელს უწყობს დიზურიული მოვლენების შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა.

თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური ანალიზის მეთოდების მგრძნობელობა (აირსითხოვანი ქრომატოგრაფია, მაღალაქტიური სითხოვანი ქრომატოგრაფია, ქრომატო-მასს-სპექტრომეტრია) არ იძლევა ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებში, ქსოვილებში ანტისხეულების უმცირესი დოზების შემცველობის შეფასების საშუალებას, რაც ტექნიკურად შეუძლებელს ხდის პრეპარატის აფალა ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.

გამოყენების ჩვენებები

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია I და II სტადია. მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით. დიზურიული დარღვევები (მოშარდვის ხშირი სურვილები, ღამის ჩათვლით, მოშარდვის გაძნელება, ტკივილი და დიკომფორტი შორისის მიდამოში), მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის I და II სტადიის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის თანმხლები; მწვავე და ქრონიკული პროსტატი.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზები

შიგნით. ერთ მიღებაზე 2 ტაბლეტი (ჩერდება პირის ღრუში სრულ გახსნამდე – კვების დროს არა). პრეპარატი მიიღება დღეშI ორჯერ, საღAმოს და დილით (დაძინებამდე და ძილის შემდეგ). პრეპარატის მიღების რეკომენდებული ხანგრძლივობა – 16 კვირა.ტკივილის გამოხატული სინდრომის და დიზურიული დარღვევებისას, თერაპიის პირველი 2-3 კვირა, ნაჩვენებია პრეპარატის მიღება დღეში 4-ჯერამდე. აუცილებლობისას, ექიმის რეკომენდაცით, შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება 1-4 თვის შემდეგ.

გვერდითი ეფექტები

პრეპარატის გამოყენებისას მითითებული ჩვენებებით და დოზირებით გვერდითი მოქმედება გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება

დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის შემადგენლობაში მყოფი შემავსებლებით გამოწვეული დისპეფსიური მოვლენები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობა დღევანდელ დღემდე დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობა.

გამოშვების ფორმა

20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულუჯრედულ შეფუთვაში. 2 ან 5 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატის გამოყენების პერიოდში კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ინახება მწარმოებლის მიერ გათვალისწინებულ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

სამკურნალო პრეპარატის მწარმოებლის/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება, მისამართი ООО “НПФ «МАТЕРИА МЕДИКА ХОЛДИНГ»; Россия, 127473 Москва, 3-й Самотечный пер., д.9. Тел./факс: (495) 684-43-33.

ООО “НПФ «МАТЕРИА МЕДИКА ХОЛДИНГ»

გენერალური დირექტორი ო. ა. პროკოფიევი