მენიუ

იმპაზა

გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალოფორმა:

საწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა (1ტაბლეტზე)

აქტიური ნივთიერებები:

აფინურად გაწმენდილი ენდოთელური NO სინთაზის ანტისხეულები– 0,003გ *დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 0,267 გ., , მიკროკრისტალური ცელულოზა 0,03გ. , მაგნიუმის სტეარატი0,003გ. *შეიყვანება ლაქტოზის მონოჰიდრატზე წყალ–სპირტიანი ნარევის სახით, რომელიც შეიცავს არაუმეტეს 10–15ნგ/გ მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმას.

აღწერა

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით და ფასკით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის. ბრტყელ მხარესნაჭდევით გადატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორებრტყელ მხარესგადატანილიაწარწერაIMPAZA.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

პრეპარატები გამოიყენებაერექციულიდარღვევების სამკურნალოდ.

ათქკოდი: G04

ფარმაკოლოგიური მოქმედება იმპაზა მიეკუთვნება მამაკაცის ერექციული ფუნქციის გამაუმჯობესებელ პრეპარატს. იმპაზის ეს ეფექტი ხორციელდება ენდოთელიარული NO სინთეტაზას აქტიობის გაზრდით, სექსუალური სტიმულაციისას ენდოთლის მიერ აზოტის ოქსიდის გამომუშავების აღდგენით, გლუვკუნთებში ცგმფ–ის გაზრდით, რაც უზრუნველყოფს მის მოდუნებას, ყველაფერი ეს უზრუნველყოფს სასქესო ასოს მღვიმონის ხეულის სისხლით ავსების გაუმჯობესებას. ამ თვისებების წყალობით მიიღწევა ნორმალური ერექცია ძალისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ერექციის ცენტრალურ და პერიფერიულ ცენტრებზე პოზიტიურიზემოქმედება უზრუნველყოფს (სექსუალური ლტოლვის) დაკმაყოფილების მიღწევას. იმპაზის ხანგრძლივი მოხმარებისას სისხლის შრატში მატულობს ტესტისტერონის დონე (თვდაპირველად მისი ზომიერად დაბალი დონისას).

გამოყენების ჩვენება

სხვადასხვა წარმოშობის ერექციის ფუნქციის დარღვევები (ერეკციული დისფუნქცია). მამაკაცებში კლიმაქტერული სინდრომისას ვეგეტო–სისხლძარღვოვანი მოვლენებისას (დაღლილობა, ფიზიკური აქტიობის და ლიბიდოს დაქვეითება).

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენებისწესიდა დოზები
ერთ მიღებაზე-1 ტაბლეტი (აჩერებენ პირში სრულ გახსნამდე, მაგრამ არა საკვების მიღების დროს).

რეგულარული მიღებისას:

სქესობრივი პოტენციის სტაბილიზაციისთვის (სასქესო აქტის უნარიანობა) რეკომენდეულია სამკურნალო–პროფილაქტიკური კურსი არანაკლებ 12–კვირის განმავლობაში. ერექციული დისფუნქციის გამოხატულობიდან გამომდინარე მიღების სიხშირე შეიძლება მერყეობდეს : 1 ტაბლეტიდან დღეგამოშვებით, ორ მიღებაზე 1 ტაბლეტამდე ყოველდღე, უმჯობესია საღამოს საათებში. აუცილებლობისას შეიძლება კურსის გამეორება 3–6 თვის შემდეგ.

ეპიზოდური მიღებისას:

ერექციის სტიმულაციისათვის პრეპარატი მიიღება სქესობრივ აქტისწინ 2 ტაბლეტი სავარაუდო სქესობრივ აქტამდე 1–2 საათთ ადრე.

გვერდითი მოქმედება

აღნიშნული ჩვენებებით მითითებული დოზირებით პრეპარატის გამოყენების დროს გვერდითი მოქმედება გამოვლენილი არა რის. შესაძლებელია მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენების განვითარება, რომლებიც განპირობებულია სამკურნალო ფორმაში შემავალი შემავსებლებით.

ხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიოერთმოქმედება

იმპაზას გამოყენება შესაძლებელია ნიტრატების მიღების ფონზე გულის იშემიური დაავადებით ავადმყოფებში (I-II ფუნქციონალური კლასის და ძაბულობის სტენოკარდია), ასევე პრეპარატის გამოყენება ბეტა– ადრენობლოკატორებთან,დიურეზულებთან,ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტისინჰიბიტორებთან(აგფ),კალციუმისანტაგონისტებთანერთად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით პრეპარატის დანიშვნა არაა რეკომენდებული პაციენტებში თანდაყოლი ლიგალაქტოზემიით, გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომი თან გალაქტოზით, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობის დროს.

გამოშვების ფორმა

საწუწნი ტაბლეტები. 20 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკის ან ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდებ ამუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისაგან დაცულა დგილას. პრეპარატის გამოყენების პერიოდის განმავლობაში შეინახეთ კონტურულ უჯრედულ შეფუთვა მუყაოს კოლოფში, რომელიც გათვალისწინებულია მწარმოებლის მიერ.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სამკურნალო პრეპარატის მწარმოებლის/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება,მისამართი შპს,,სსფმატერია მედიკა ჰოლდინგი“; რუსეთი, 127473, ქ.მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი-სშესახ.ს.9. ტელ/ფაქსი: (495) 684-43-33.
სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი რუსეთი, 454139, .ჩელიაბინსკი,ბუგურუსლანის ქ., სახლი54.