მენიუ

კლიმაქსანი

სამკურნალო ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა (1 ტაბლეტზე):

აქტიური ნივთიერებები: Cimicifuda racemosa (Cimisifuda) C 200, Lachesis mutus (Lachesis) C 50, Apismellifica (Apis) C200.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა:

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

გამოყენების ჩვენება:

გამოიყენება სიმპტომატიური საშუალების სახით კლინიკური სინდრომის გამოვლენის თერაპიაში (გაღიზიანება, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, ,,ალები“).

უკუჩვენება:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესი და დოზები:

ერთ მიღებაზე – 1 ტაბლეტი (აჩერებენ პირში სრულ გახსნამდე, მაგრამ არა საკვების მიღების დროს). მიიღება 2–ჯერ დღეში: დილით და საღამოს. სიმპტომების სიმძიმის მიხედვით შეიძლება პრეპარატის მიღების გაზრდა დღეში 3-4 ჯერამდე. პრეპარატის მიღების რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს. შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენების განვითარება, რომლებიც განპირობებულია სამკურნალწამლო ფორმაში შემავალი შემავსებლებით.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შემთხვევები დღემდე არ არის რეგისტრირებული.

განსაკუთრებული მითითებები:

შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით პრეპარატის დანიშვნა არაა რეკომენდირებული პაციენტებში თანდაყოლილი გალაქტოზემიით, გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომით ან გალაქტოზით, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობის დროს. მკურნალობის კურსის ჩატარების პერიოდში რეკომენდირებულია არანაკლებ 2 თვეში 1-ხელ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია თერაპიის შესაძლო კორექციის მიზნებში.

გამოშვების ფორმა:

ჰომეოპათიური ტაბლეტები. 20 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სამკურნალო პრეპარატის მწარმოებლის/ პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება, მისამართი:

შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“; 127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი-ს შესახ. ს.9. ტელ/ფაქსი: (495) 684-43-33.