მენიუ

რეამბერინი

სამკურნალო ფორმა:

საინფუზიო ხსნარი

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტი: მეგლიუმინის ნატრიუმის სუქცინატი – 15,00 გ, მიღებული შემდეგი ნაწერიდან: N–მეთილგლიუკამინი (მეთილგლიუმინი) – 8,725 გ, ქარვას მჟავა – 5, 280 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 6,00 გ, კალიუმის ქლორიდი – 0,30 გ, მაგნიუმის ქლორიდი (უწყლოზე გაანგარიშებით) – 0,12 გ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი – 1,788 გ, საინიექციო წყალი 1,0 ლ–მდე.

აღწერა:

გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

დეზინტოქსიკაციური საშუალება.

კოდი ATX –B05BB

ფარმაკოლოგიური თვისებები
რეამბერინს გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ახდენს დადებით ეფექტს აერობულ პროცესებზე უჯრედში, ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროდუქციას და აღადგენს უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციალს.
პრეპარატი აქტივირებს კრებსის ციკლის ფერმენტატურ პროცესებს და ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავეების და გლიკოზის უჯრედების მიერ უტილიზაციას, აწესრიგებს მჟავა–ტუტეს ბალანს და სისხლის გაზის შემადგენლობას. გააჩნია ზომიერი დიურეთიული მოქმედება.
ვენაში შეყვანის დროს პრეპარატი სწრაფად უტილიზირდება და არ გროვდება ორგანიზმში.

ჩვენება მიღებისთვის
რეამბერინი გამოიყენება მოზრდილებში და 1 წლიდან ბავშვებში ანტიჰიპოქსიური და დეზინტოქსიკაციური საშუალების სახით სხვადასხვა ეთიმოლოგიის მწვავე ენდოგენური და ექზოგენური ინტოქსიკაციის დროს.

უკუჩვენება
ინდივუალური აუტანლობა, მდგომარეობა ქალა–ტვინის ტრამვების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინის შეშუფებით, გამოხატული თირკმელების ფუნქციების დარღვევები, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით მიიღება
ალკალოზის დროს.

გამოყენების ხერხი და დოზები
მოზრდილებში: რეამბერინი შეჰყავთ ვენაში წვეთებით 90 წვეტამდე/წუთში სიჩქარით (1–4,5 მლ/წუთში) – 400–800 მლ. დღე_ღამეში.
პრეპარატის შეყვანის სიჩქარე და დოზირება განისაზღვრება ავადმყოფის დაავადების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.
ბავშვებში: შეჰყავთ ვენაში წვეთებით სხეულის მასის 6–10 მლ/კგ გაანგარიშებით ყოველდღიურად 1 ჯერ დღეში 3–4 მლ/წუთში სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 400 მლ. დღე–ღამეში.
პრეპარატის შეყვანის კურსი 11 დღემდე.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატის სწრაფი შეყვანის დროს შესაძლებელია:
–საერთო აშლილობა და ცვლილებები შეყვანის ადგილში: ჰიპერემია, ციებ– ცხელება, ოფლიანობა, სისუსტე, ტკივილი შეყვანის ადგილში, შეშუფება, ჰიპერემია, ფლებიტი;
– იმუნური სისტემის დარღვევები: ალერგიული რეაქციები, ანგიონევროტიული შეშუფება, ანაფილაქსური შოკი;
– ცვლილებები კანისა და კანქვეშ უჯრედისში: ალერგიული რეაქციები, ჯინჭრის ცხელება, ქავილი;
–სუთქვის დარღვევები: ქოშინი, მშრალი ხველება;
– გულ–სისხლძარღვის სისტემის დარღვევები: ტაქიკარდია, აჩქარებული გულისცემა, ქოშინი, ტკივილი გულის არეში, ტკივილი გულმკერდის არეში;
–სისხლძარღვების დარღვევები: არტერიული ჰიპოტენზია/ჰიპერტენზია, ხანმოკლე რეაქციები წვის გრძნობა ან სხეულის ზედა ნაწილის გაწითლება;
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულის რევა, თავის ტკივილი, ლითონის გემო პირში, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა;
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ტრემორი, პარესთეზიები, აგღზნება, შეშფოთება.
გვერდითი რეაქციების აღმოჩენის დროს რეკომენდირებულია პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

ურთიოერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კარგად შეთავსდება ანტიბიოტიკებთან, წყალში ხსნადი ვიტამინებით, გლუკოზის ხსნართან.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიერ ორგანიზმში აერობული პროცესების აქტივაციის გამო შესაძლებელია სისხლში კლუკოზის კონცენტრაციის შემცირება, სისხლისა და შარდის გატუტიანება.

გამოშვების ფორმა
საინფუზიო ხსნარი 1,5% 200 და 400მლ შუშის ბოთლებში. თითოეული ბოთლი სამედიცინო გამნოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილზე 0ºC-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე. დასაშვებია პრეპარატის გაყინვა. ხსნარის ფერის შეცვლის ან ნალექის გაჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა
5 წელი შუშის ბოთლებში.
არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცმის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:
1. შპს ,,მეცნიერულ–ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა ,,პოლისანი“ (შპს ,,მტფფ ,,პოლისანი“) (100,200 ან 400 მლ. ბოთლები ან კონტექნერები პოლიმერული 250 ან 500 მლ). რუსეთი, 192102, ქ. სანქტ–პეტერბურგი, სალოვას ქ., ს. 72, კორ. 2, ლიტ.ა, ტელ./ფაქსი: (812) 710–82–25. მომხმარებლის პრეტენზია გაგზავნეთ მისამართზე: რუსეთი, 192102, ქ. სანქტ– პეტერბურგი, სალოვას ქ., ს. 72, კორ. 2, ლიტ.ა, ტელ./ფაქსი: (812) 710–82–25.