მენიუ

ტენოტენი საბავშო ტაბლეტი

სამკურნალო ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა:

აქტიური კომპონენტები: თავის ტვინის სპეციფიკური ცილების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები შ-100 – 0.003გ*. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 0,267გ, მიკროკრისტალური ცელულოზა 0,03გ, მაგნიუმის სტეარატი 0,003გ.

* იდება ლაქტოზის მონოჰიდრატზე, წყალ-სპირტოვანი ნარევის სახით მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმის არაუმეტეს 10-16 ნგ/გ შემცველობით.

აღწერილობა

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე. ნაზოლით და ნაჭდევით. ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა TENOTEN KID.

ფარმაკოთერეაპიული ჯგუფი:

ჰომეოპატური საშუალება

ათქ კოდი: —

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ახდენს დამაწყნარებელ, შფოთვის საწინააღმდეგო (ანქსიოლითიურ) მოქმედებას, ისე, რომ არ იწვევს არასასურველ ჰიპნოგენურ და მიორელაქსანტურ ეფექტებს. აუმჯობესებს ფსიქოემოციური დატვირთვების გადატანას. გააჩნია სტრესპროტექტორული, ნოოტროპული, ანტიამნეზიური, ჰიპოქსიის საწინააღმდეგო, ნეიროპროტექტორული, ანტიასთენიური, ანტიდეპრესიული მოქმედება. ინტოქსიკაციის პირობებში, ჰიპოქსიის და ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს ახდენს ნეიროპროტექტორულ მოქმედებას, შემოფარგლავს დაზიანების ზონას. ახდენს შესწავლის და მეხსიერების პროცესის ნორმალიზებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აინჰიბირებს ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროცესებს. ახდენს შ-100 ცილის ფუნქციური აქტივობის მოდიფიცირებას, რომელიც ახდენს ტვინში სინაპსური (ინფორმაციული) და მეტაბოლური პროცესების შერწყმას. ახდენს გაზმ-მიმეტურ და ნეიროტროფულ მოქმედებას, ზრდის სტრესმალიმიტირებელ სისტემათა აქტივობას, ხელს უწყობს ნეირონული პლასტიკურობის პროცესების აღდგენას.

გამოყენების ჩვენება:

ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს მომატებული აგზნებადობა, გაღიზაიანება, შფოთვა, ქცევის და ყურადღების დარღევვა, ვეგეტატიური დარღევვები. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი.

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, საბავშვო ასაკი 3 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტენოტენი საბავშვოს გამოყენება არ შესწავლილა. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი/სარგებლის თანაფარდობა.

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე _ 1 ან 2 ტაბლეტი (ჩერდება პირის ღრუში სრულ გახსნამდე _ არა კვების დროს). აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გაიხსნას ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლის მცირე რაოდენობაში. ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები . მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ, მკურნალობის კურსი – 1-3 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს 6 თვემდე ან განმეორდეს 1-2 თვის შემდეგ. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი . მიიღება 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 1-3 თვე. მკურნალობის დაწყებიდან 3_4 კვირის შემდეგ, მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესების არარსებობისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

აღნიშნული ჩვენებების და მითითებული დოზირების დაცვისას გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.

ჭარბი დოზირება

ამჟამად, ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის..

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები დღემდე დარეგისტრირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობა. იმის გამო, რომ პრეპარატს ტენოტინი საბავშვო გააჩნია გამააქტივირებელი თვისებები, მისი მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე.

გამოშვების ფორმა

მოსაწუწნი ჰომეოპათიური ტაბლეტები. 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურულუჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობა

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატის გამოყენების პერიოდში კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ინახება მწარმებლის მიერ გათვალისწინებულ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი / მომხმარებელთაგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

შპს ,,ნპფ ,,მატერია მედიკა ჰოლდინგი”, 127473 რუსეთი, ქ. მოსკოვი მე-3 სამოტეჩნი შესახვევი, სახლი 9, ტელ/ფაქსი (495) 684-43-33