მენიუ

ციკლოფერონი ტაბლეტი

წამლის ფორმა:

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მეგლუმინის აკრიდონაცეტატი აკრიდონძმარმჟავაზე გადათვლით –150 მგ დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, კალციუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, მეტაკრილის მჟავისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი , პროპილენგლიკოლი.

აღწერილობა:

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ყვითელი ორმხრივამობურცული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

ათქ კოდი – L03AX

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა

ციკლოფერონი წარმოადგენს ინტერფერონის დაბალმოლეკულურ ინდუქტორს 3 დღე–ღამით შენარჩუნებადი გამოხატული ინტერფეროგენული აქტივობით, რაც განსაზღვრავს მისი ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს (ვირუსის საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და სხვ.). ციკლოფერონის შეყვანის შემდეგ ინტერფერონის ძირითადი უჯრედ-პროდუცენტებია მაკროფაგები, T და B ლიმფოციტები. ინფექციის ტიპიდან გამომდინარე, ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის აქტიურობის სიჭარბეს. პრეპარატი იწვევს ინტერფერონის მაღალი ტიტრების ინდუცირებას ლიმფოიდური ელემენტების შემცველ ორგანოებსა და ქსოვილებში (ნაწლავის წვრილი განყოფილების ლორწოვანი, ელენთა, ღვიძლი, ფილტვები), ახდენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გააქტიურებას, ასტიმულირებს გრანულოციტების წარმოქმნას, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ციკლოფერონი ააქტიურებს T-ლიმფოციტებსა და ბუნებრივ კილერ უჯრედებს, ახდენს T-ჰელპერებისა და T-სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის ბალანსის ნორმალიზებას. აძლიერებს α–ინტერფერონების აქტივობას. ციკლოფერონი ეფექტურია ტკიპისმიერი ენცეფალიტის, გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის გამომწვევ ვირუსებთან, ციტომეგალოვირუსთან, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან, პაპილომისა და სხვა ვირუსებთან მიმართებაში. გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედება ვირუსის რეპროდუქციის დარღვევით ინფექციური პროცესის ადრეულ სტადიაზე (1–5 დღე–ღამე), ვირუსული შთამომავლობის ინფექციურობის დაწევით, დეფექტური ვირუსული ნაწილაკების წარმოქმნის გზით, ზრდის ორგანიზმის არასფეციფიკურ რეზისტენტულობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

სადღეღამისო დოზის მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2–3 საათის შემდეგ, კონცენტრაცია თანდათან მცირდება მე–8 საათისთვის, და 24 შაათის შემდეგ ციკლოფერონი განისაზღვრება მხოლოდ კვალის რაოდენობებში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4–5 საათს, ამითომ პრეპარატ ციკლოფერონის გამოყენება რეკომენდირებული დოზებით არ ქმნის ორგანიზმში კუმულაციის პირობებს.

მიღების ჩვენება

მოზრდილების კომპლექსურ თერაპიაში:

  • ჰერპესული ინფექცია
  • გრიპი და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები
  • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები B და C
  • მწვავე ნაწლავური ინფექციები
  • ნეიროინფექციები: (სეროზული მენინგიტები, ტკიპისმიერი ბორელიოზი (ლაიმას დაავადება)
  •  იავ –ინფექციის კომპლექსური თერაპია (2A-2B სტადიები)
  • ქრონიკული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტები ბავშვების კომპლექსური თერაპია, დაწყებული 4 წლიდან:
  • ჰერპესული ინფექცია
  • გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები B და C
  • მწვავე ნაწლავური ინფექციები
  • იავ –ინფექციის კომპლექსური თერაპია (2A-2B სტადიები)

უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტთა მიმართ, ბავშთა ასაკი 4 წლამდე, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი.

მიღების წესი და დოზები
შიგნით, დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დაღეჭვის გარეშე. მოზრდილებში:

1. ჰერპესული ინფექციის დროს მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეს (კურსი – 40 ტაბლეტი). მკურნალობა მეტად ეფექტურია დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

2. გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების დროს მიიღება 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8 დღეს (20 ტაბლეტი). მკურნალობის დაწყება აუცილებელია დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. გრიპის მძიმე მიმდინარეობისას, პირველ დღეს ღებულობენ 6 ტაბლეტს. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას (სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი საშუალებები).

3. ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტების B და C დროს, მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეს და შემდგომში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 4 ტაბლეტი სამდღეში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, რეპლიკატური და ციტოლოგიური აქტივობის შენარჩუნებისას– 12 თვემდე. რეკომენდირებულია ინტერფერონებთან და ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაცია.

4. ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს მიიღება პრეპარატის 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეს (კურსი 20 ტაბლეტი).

5. ნეიროინფექციების დროს: 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეს და შემდგომში შემანარჩენებელი თერაპიის სახით 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 2,5 თვის განმავლობაში (კურსი – 140 ტაბლეტი).

6. აივ ინფექციის დროს (2A-2B სტადიები), მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეს და შემდგომში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 2,5 თვის განმავლობაში (კურსი – 140 ტაბლეტი). განმეორებით კურსს ატარებენ დამთავრებიდან 2–3 კვირის შემდეგ, ორ–სამჯერ.

7. ქრონიკული ბაქტერიული და სოკოვან ინფექციეფთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს მიიღება 4 ტაბლეტი პირველ ხუთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8 დღეს და ორი ტაბლეტი შემდგომ ხუთ მიღებაზე 11, 14, 17, 20, 23 დღეს (კურსი – 30 ტაბლეტი).

ბავშვებში ციკლოფერონი ინიშნება შემდეგი ასაკობრივი დოზებით:

4–6 წლამდე – 150 მგ (1 ტაბლეტი); 7–11 წლამდე – 300–450 მგ (2–3 ტაბლეტი); 12 წლის ზემოთ – 450–600 მგ (3–4 ტაბლეტი) მიღებაზე დღეში ერთხელ. განმეორებითი კურსის ჩატარება მიზანშეწონილია პირველი კურსის დამთავრებიდან 2–3 კვირის შემდეგ.

1. ჰერპესული ინფექციის დროს მიირება 1, 2, 4, 6, 8, 11, 14 დღეს. მკურნალობის კურსი შეიძლება ვარირებდეს მდგომარეობის სიმძიმიდან და კლინიკური სიმპტომების გამოხატულებიდან გამომდინარე.
2. გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება ასაკობრივი დოზით 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20, 23 დღეს და შემდგომში სამ დღეში ერთხელ. დგომარეობის სიმძიმიდან და კლინიკური სიმპტომების გამოხატულებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსს შეიძლება შეადგენდეს 5– დან 15 მიღება. გადაუდებელი არასპეციფიკური პროფილატიკის სახით მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს (დაავადების საზონური ზრდის პერიოდში) პრეპარატი ინიშნება აღნიშნული ასაკობრივი დოზირებით 1, 2, 4, 6, 8 დღეს, შემდგომში კიდევ 5 მიღება 72 საათის (3 დღე – ღამე) ინტერვალის შემდეგ.

3. ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები B და C –ს დროს პრეპარატი ინიშნება ზემოაღნიშნული ასაკობრივი დოზირებით 1, 2, 4, 6, 8, 11, 14 დღეს, შემდგომში სამ დღეში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, რეპლიკატური და ციტოლოგიური აქტივობის შენარჩუნებისას – 12 თვემდე. რეკომენდირებულია ინტერფერონებთან და ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაცია.

4. მწვავე ნაწლავური ინფექციების დროს პრეპარატი ინიშნება 1, 2, 4, 6, 8, 11 დღეს (კურსი 8–18 ტაბლეტი).

5. აივ ინფექციის დროს (სტადია 2A-2B) პრეპარატი მიიღება თერაპიის 1, 2, 4, 6, 8, 11, 17, 20 დღეს და შემდგომში სამ დღეში ერთხელ 5 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქციები

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების მონაცემები არ მოიპოვება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშულებებთან

ციკლოფერონი შეთავსებადია ყველა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ (ინტერფერონი, ქიმიოთერაპიული, სიმპტომური სამკურნალო სასუალებები და სხ.). აძლიერებს ინტერფერონების და ნუკლეოზიდების ანალოგების მოქმედებას. ამცირებს ქიმიოთერაპიის და ინტერფერონოთერაპიის გვერით ეფექტებს.

განსაკუთრებული მითითებანი

ციკლოფერონი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

გამოშვების ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 150 მგ. 10 ტაბლეტი კონტურულ – უჯრედულ შეფუთვაში. 1 ან 5 კონტურულ – უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

სია ბ. მშრალ, სინათლიგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შპს “ სამეცნიერო – ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა “ პოლისანი ” (შპს „სტფფ „პოლისანი“) რუსეთი, 192102, ქ . სანქტ – პეტერბურგი, სალოვის ქ . სახ. 72, კორპ. 2, ლიტ. ა, ტელ/ფაქსი: (812) 710 82 25.

მომხმარებილს პრეტენზიები იგზავნება მწარმოებლის მისამართზე.