მენიუ

ციკლოფერონი

სამკურნალწამლოფორმა:

ლინიმენტი

შემადგენლობა:

ლინიმენტის 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება– ლუმინის აკრიდონაცეტატი, აკრიდონძმარმჟავაზე გადათვლით – 50 მგ, მიღებული შემდეგი ჩამონათვალით: აკრიდონ ძმარმჟავა–50 მგ, N მეთილგლუკამინი (მეგლუმინი) –38,5 მგ; დამხმარე ნივთიერებები–ბენზალკონიუმისქლორიდი, 1,2-პროპილენგლიკოლი.

აღწერილობა:

სუსტისპეციფიკურისუნისმქონემოყვითალო ფერისგამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

იმუნომასტიმულირებელი საშუალება

ათქ კოდი:L03AX

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციკლოფერონს გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი: ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. ციკლოფერონის მოქმედების ძირითადი კლინიკური ეფექტი დაკავშირებულია ადრეული ალფა-ინტერფერონის ინდუქციასთან. ძირითად უჯრედებს ინტერფერონის პროდუცენტები ციკლოფერონის ლინიმენტის შეყვანის შემდეგ წარმოადგენენ ეპითელური უჯრედები და ლორწოვანი გარსის ლიმფოიდური ელემენტები. ინფექციის ტიპის გათვალისწინებით ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის აქტიურობის სიჭარბეს. ციკლოფერონი ააქტიურებს T ლიმფოციტებს და ბუნებრივ კილერ უჯრედებს, ნორმაში მოყავს ბალანსი T-ჰელპერებსა დაT- სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის. პრეპარატი აძლიერებს ფუნქციურად სრულყოფილი (მაღალავიდური) ანტისხეულების ბიოსინთეზს,რომლებიც განაპირობებენ უფრო ეფექტურ თერაპიას, ნორმაში აყენებენ უჯრედული იმუნიტეტის მაჩვენებლებს. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო აქტიურობა განპირობებულია ნეიტროფილების ფუნქციური აქტივობის გაზრდით, ფაგოციტოზის აქტივაციით. ციკლოფერონი ეფექტურია ჰერპესის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის. ნაჩვენებია პრეპარატის ეფექტურობა მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების ( ქლამიდიოზი, შარდსასქესო სფეროს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები კომპლექსური თერაპიისას იმუნოთერაპიული კომპონენტის სახით. ციკლოფერონის ლინიმენტის ეფექტურობა ქრონიკული პაროდონტიტების მკურნალობისას გამოიხატება პათოგენური მიკროორგანიზმების დათრგუნვაში, sIgA სინთეზის გაძლიერებაში კბილღრძილის ჯიბეების სითხეში ნორმამდე, ხარისხიანი სანაციის უზრუნველყოფაში. მცირდება ჰიპერემია და ღრძილებიდან სისხლდენა, მნიშვნელოვნად იკლებს კბილების ძვრადობა. უმჯობესდება პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა, ქრება არასასიამოვნო სუნი.

გამოყენების ჩვენება:

მოზრდილებშიკომპლექსური თერაპიისათვის:

· კანისადა ლორწოვანიგარსის ჰერპესულიინფექცია;

· ურეთრიტები დაარასპეციფიკური დასპეციფიური (გონორეული, კანდიდოზური,ქლამიდიოზური და ტრიქომონადული)ბალანოპოსტიტები;

· არასპეციფიკურივაგინიტები დავაგინოზები;

· ქრონიკულიპაროდონტიტები.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაციისპერიოდი. 18წლამდეასაკი (ბავშვებში კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა).

გამოყენების მეთოდიდა დოზები:

ადგილობრივად:

ჰერპესული ინფექციისას:

ლინიმენტი ისმება თხელი ფენის სახით დაზიანებულ უბანზე 1-2ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში. გენიტალური ჰერპესისას ინტრავაგინალური (ურეთრალური) ინსტალაციები ერთხელ დღეში 5 მლ რაოდენობით, 10-5 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად.

არასპეციფიკური და კანდიდოზური ურეთრიტების თერაპიის დროს:

ინტრაურეთრალური ინსტალაციები 5-10 მლ. რაოდენობით, შარდსაწვეთის დაზიანების დონეზე დამოკიდებულებით. ურეთრის ზემო ნაწილის დაზიანებისას მამაკაცებში შპრიცის კანულა ლინიმენტით შეყავთ შარდსაწვეთი მილის გარეხვრელში, შემდეგ ხვრელს უჭერენ 1,5– 3წუთით, რის შემდეგაც ინსტილირებული ხსნარი თვითნებურად ევაკუირდება. 30 წუთის შემდეგ პაციენტმა უნდა მოშარდოს. უფრო ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შეიძლება ურეთრის ლორწოვნის შეშუპება გამოიწვიოს. მკურნალობის კურსია 10-14 დღე. ურეთრის უკანა ნაწილის, სათესლე ჯირკვლების მიდამოს დაზიანებისას იყენებენ ციკლოფერონის შიდა ურეთრალურ ინსტილაციას კათეტერით, დღეგამოშვებით 5-10 მლ პრეპარატის გამოყენებით (კურსზე 57 ინსტილაცია). სპეციფიკური ეტიოლოგიის ურეთრიტების თერაპიის ასციკლოფერონის ინტრაურეთრალური ინსტილაციების ერთდროული გამოყენება სპეციფიკურ ანტიმიკრობულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ტრადიციული სქემებით. ბალანოპოსტიტების დროს სასქესო ასოს თავი და ჩუჩა მუშავდება ციკლოფერონის ლინიმენტით 1-ჯერდღეში (1/2 ფლაკონიანტუბი 5 მლ) 10- 14 დრის განმავლობაში. აყცილებლობის შემთხვევაში, კურსი შეიძლება განმეორდეს 14დღის შემდეგ.

კანდიდოზური ვაგინიტის, არასპეციფიკური ვაგინიტის (ენდოცერვიციტ ის)და ბაქტერიული ვაგინოზის თერაპიისას:

შესაძლებელია პრეპარატის როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური მკურნალობის სახით გამოყენება. ინტრავაგინალურად პრეპარატი შეყავთ 510 მლ რაოდენობით ყოველდღიურად 10-15 დღის განმავლობაში ერთი ორჯერ დღეში. პარალელურად, ურეთრისა და საშოს ლორწოვანის ერთ დროული დაზიანებისას მიზანშეწონილია ინტრავაგინალური და შიდა ურეთრალური ინსტილაციების გამოყენება (5 მლ ყოველდღიურად 1 0–14 დღის განმავლობაში).შესაძლებელია ლინიმენტით გაჟღენთილი ტამპონების გამოყენება. დაავადების ქრონიკული ფორმების დროს პრეპარატი კარგად მოქმედებს ოფიციალურ სამკურნალო საშუალებებთან (ვაგინალური ტაბლეტები, სანთლები) ერთად. ინტრავაგინალური გამოყენებისათვის: იხვრიტება ტუბის მემბრანა, აპლიკატორი იხრახნება ბოლომდეტუბის ხვრელზე. ლინიმენტი უნდა გამოიდევნოს აპლიკატორში, სანამ დგუში მთლიანად არ გამოვა. სავსე აპლიკატორი იხსნება ტუბის ხვრელიდან, შეიყვანება საშოში და დგუშზე ზეწოლით გამოიდევნება ლინიმენტი. პრეპარატის თავისუფალი ევაკუაციის თავიდან ასაცილებლად საშოს შესავალს ატამპონებენ მცირე ზომის სტერილური ბამბის ტამპონით 2-3 საათით. აუცილებლობის შემთხვევაში კურსის გამეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ.

ქრონიკული პაროდონტიტის მკურნალობისას:

ლინიმენტის გამოყენების წინ სასურველია პაროდონტალური ჯიბეების ამორეცხვა ანტისეპტიკით შემდეგ ბამბის ტამპონით ციკლოფერონის ლინიმენტი 1,5 მლ ოდენობით ისმება ღრძილზე აპლიკაციის მეთოდით (შეზელვა არშეიძლება) 1-2ჯერ დღეში 10-12 საათის ინტერვალით. თერაპიის ხანგრძლივობაა 12-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი მეორდება 14 დღის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია ხანმოკლე წვა, უმნიშვნელო ლოკალური ჰიპერემია. გვერდითი მოვლენები სუსტად გამოხატულია და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ციკლოფერონის ლინიმენტი შეთავსებადია და კარგად მოქმედებს ერთდროული მიღებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება მოცემული დაავადებების მკურნალობისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატები და სხვ). აძლიერებს ანტიბიოტიკების, ანტისეპტიკების და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატს აქვს მწარე გემო. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ღრძილში შეზელვა. არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსზე. მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა თვალის წყლით დაბანა.

გამოშვების ფორმა:

5%-იანი ლინიმენტი 30 მლ-იანალუმინის ტუბთში. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერათად ათავსებენ მუყაოს კოლოფში. კოლოფში ტუბთან ერთად ათავსებენ 5 ვაგინალურ აპლიკატორს.

შენახვის პირობები:

სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არშეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ,,სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა ,,პოლისანი“ (შპსსტფ ,,პოლისანი). რუსეთი, 1921012, სანქტ-პეტერბურგი,სალოვასქ., 72, კორ. 2, ლიტ.ა ტელ/ფაქსი:(812) 710-82-25

მომხმარებლის პრეტენზიები იგზავნება მწარმოებლის მისამართზე: შპს სტფ ,,პოლისანი–ს