მენიუ

პოვიდონი-იოდი-DF სპრეი

სავაჭრო დასახელება
პოვიდონი-იოდი-DF

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
არ არსებობს

წამლის ფორმა
სპრეი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისთვის 30 მლ, 50 მლ, 100 მლ.

შემადგენლობა
100 მლ პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერება: პოვიდონი-იოდი 10,0 გ (აქტიურ იოდზე გათვლით -1,0 გ); დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი.

აღწერა
მუქი ყავიფერი, ბლანტი სითხე იოდის მსუბუქი სუნით. ერევა წყალს ნებისმიერი თანაფარდობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური საშუალებები და მადეზინფიცირებელი პრეპარატები. იოდის პრეპარატები. პოვიდონი-იოდი

ათქ კოდი: D08AG02

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პოვიდონი-იოდი-DF ადგილობრივი გამოყენებისას დაუზიანებელი კანის უბანზე იოდის აბსორბცია მინიმალურია. კომპლექსური მოლეკულების დიდი ზომის წყალობით პოვიდონი- იოდი ცუდად გადის ბიოლოგიურ ბარიერებს. იოდის სისტემური მოქმედება პრაქტიკულად არ ვლინდება. კანთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტისას პოვიდონი-იოდის 30% გარდაიქმნება იოდიდად, ხოლო დანარჩენი აქტიურ იოდად. იოდიდები გროვდება ძირითადად ფარისებრ ჯირკვალში, თავისუფალი იოდიდები გამოიყოფა ძირითადად შარდში, მცირე რაოდენობა ამონასუნთქით, ნერწყვით, ოფლით. იოდიდები გადადის პლაცენტრულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ფარმაკოდინამიკა
პოვიდონ-იოდი-DF წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონის (პოვიდონი) პოლიმერის კომპლექსს იოდდთან. პოლივინილპროლიდონის წყალობით აქტიური იოდი გამოთავისუფლდება
პრეპარატიდან ნელა და თანდათანობით და ქმნის ანტისეპტიკურ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, ქსოვილებზე გამაღიზიანებელი და მწველი მოქმედების გარეშე. პრეპარატის გამოყენების ადგილას რჩება თხელი შეფერილი ფენა, რომელიც ნარჩუნდება იქამდე ვიდრე არ გათავისუფლდება იოდის მთელი რაოდენობა. პოვიდონი-იოდი-DF-ს ბაქტერიციდული ეფექტი უკავშირდება თავისუფალი იოდის გამოყოფას რეაქციის წონასწორობის გზით. ამგვარად, პოვიდონ-იოდის კომპლექსი არის დეპო იოდი, რომელიც თანდათანობით გამოთავისუფლდება ელემენტურ იოდად და ქმნის აქიტური თავისუფალი იოდის მუდმივ კონცენტრაციას. თავისუფალი იოდი რეაგირებს ფერმენტების შH- ან OH- ამინომჟავების ჯაჭვების ჟანგვით ჯგუფებთან და მიკროორგანიზმების სტრუქტურულ ცილებთან, ახდენს მოცემული ფერმენტების და ცილების ინაქტივირებას და განადგურებას. შედეგად იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერილობის ინტენსივობა წარმოადგენს პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორს. გაუფერულების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი წასმა. გააჩნია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე (გარდაც M. Tuberculosis).

გამოყენების ჩვენებები
– ჭრილობების ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, კომბუსტიოლოგიაში, სტომატოლოგიაში;

– ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, “დიაბეტური” ქუსლის დამუშავება;

– პირის ღრუს ანთებითი და ინფექციური დაავადებები;

– კანის და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიკური დამუშავება ქირურგიული ოპერაციების, ინვაზიური გამოკვლევების (პუნქციები, ბიოფსიები, ინექციები და ა.შ.) წინ;

– კანის ანტისეპტიკური დამუშავება დრენაჟების, კათეტერების, ზონდების გარშემო;

– ქირურგის, სამედიცინო პერსონალის ხელების დამუშავება ოპერაციის წინ და შემდგომ, ინფიცირებული პაციენტის მოვლისას ხელების დამუშავება.

მიღების წესი და დოზები
კანის ინფიცირებული საფარველის და ლორწოვანი გარსების დამუშავებისთვის პოვიდონი- იოდი-DF-ს სპრეი უნდა გაიფრქვეს დაზიანებულ უბანზე დატენიანებისთვის საჭირო
რაოდენობით და უნდა დარჩეს 1-2 წთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანოს. სადრენაჟო სისტემებში გამოყენებისთვის 10% ხსნარი უნდა განზავდეს 10-100 –ჯერ წყალში. ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ, განზავებული ხსნარები არ ინახება. ქირურგის და მედპერსონალის ხელების დასამუშავებლად – სპრეი უნდა გაიფრქვეს ხელის გულებზე იმ რაოდენობით რაც საჭიროა მათ დასატენიანებლად, შეიზილება იდაყვამდე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად ჩამოიბანება, პროცედურა უნდა განმეორდეს ორჯერ. ჭრილობების, დამწვრობების, კანის ბაქტერიული დაზიანებების დამუშავებისას, ჭრილობების ინფიცირების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, კომბუსტიოლოგიაში, სტომატოლოგიაში დაზიანებულ უბანს აფრქვევენ სპრეის (1-2 წმ) და კარგად ჩამოიბანენ. სტომატიტის, გინგივიტის, აფთების, პარადონტიტის, ალვეოლიტის მკურნალობისას აუცილებელია ჩატარდეს პირის ღრუს ანთებით ლორწოვან გარსზე შეფრქვევა ან მოხდეს პრეპარატში დასველებული ტამპონით აპლიკაცია. პროცედურა ტარდება დღეში რამოდენიმეჯერ.

ბავშვებში და მოზარდებში 6-18 წლამდე:

– სტომატიტის, გინგივიტის, აფთების, პაროდონტიტის, ალვეოლიტის მკურნალობისას აუცილებელია გაკეთდეს მხოლოდ აპლიკაცია ანთებით ლორწოვან გარსზე ტამპონით,
რომელიც დასველებულია პრეპარატში. გამოყენების ხანგრძლივობა განპირობებულია დაავადების ხასიათით, მისი გამოხატულებით და განისაზღვრება ექიმის მიერ. პირის ღრუს დაავადებების მკურნალობისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენება საკვების შემდეგ. პრეპარატის მიღება აუცილებელია სიფრთილით, ისე რომ არ მოხვდეს სასუნთქ გზებში!

გვერდითი მოქმედება
ხშირად:

– ალერგიული რექცია იოდზე (ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება);

– იშვიათად ხანმოკლე წვის შეგრძნება აპლიკაციის ადგილას ან პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება;

– ჰიპოთირეოზი (პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ ან ხანგრძლივი გამოყენებისას);

– კანის ქიმიური დამწვრობა, ოპერაციისთვის მომზადებისას პაციენტის ქვეშ იოდის ხსნარის ნარჩენის დაგროვების შედეგად. პოვიდონ-იოდი-DF-ს მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენების შემდეგ (მაგ. დამწვრობების მკურნალბისას)):

– ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა;

– მეტაბოლური აციდოზი;

– თირკმელების მწვავე უკმარისობა;

– სისხლის ოსმოლარობის ცვლილება.

იშვიათად:

– მომატებული მგრძნობელობა;

– კონტაქტური დერმატიტის (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ერითემა, კანზე წყლულები, ქავილი).

ძალიან იშვიათად:

– ანაფილაქსიური რეაქცია;

– ჰიპერთირეოზი (ზოგჯერ მიმდინარე ისეთი სიმტპომებით, როგორიცაა ტაქიკარდია და შფოთვა), პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას ანამნეზში პოვიდონ-იოდი- DF-ს მნიშნელოვანი რაოდენობით გამოყენების შემდეგ (მაგ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ჭრილობების და დამწვრობების დასამუშავებლად კანის ფართო უბანზე);

– ანგიონევროზული შეშუპება;

– იოდიზმი (პირში მეტალის გემო, გაძლიერებული ნერწყვდენა, თვალის ან ხორხის შეშუპება).

უკუჩვენებები
– იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

– ჰიპერთირეოზი;

– ფარისებრი ჯირკვლის სხვა მწვავე დაავადებები;

– გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

– რადიოაქტიური იოდის ერთდროული გამოყენება;

– დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;

– ორსულობა და ლაქტაცია;

– 6 წლამდე ბავშვბთა ასაკი.

სიფრთხილით მიიღება პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პრეპარატი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან, ამიტომ პოვიდონი-იოდი-DF-ს ეფექტი შეიძლება კომპენსირდეს მისი დოზის მომატებით. დაუშვებელია ხანგრძლივი გამოყენება განსაკუთრებით ფართო ზედაპირზე პაციენტებში ლითიუმის პრეპარატების მიღებისას. პოვიდონ-იოდი-DF-ს ჟანგვით ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცრუდადებითი შედეგი სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტებში (მაგ. ჰემოგლობინის და გლუკოზის ცვლილება განავალში და შარდში ტოლუიდინის და გუაიაკის ფისის გამოყენებისას). იოდის ხსნარიდან შეწოვამ შეიძლება შეცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების შედეგები. პოვიდონი-იოდი-DF-ს მიღებამ შეიძლება შეამციროს იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რაც გავლენას მოახდენს ზოგიერთი კვლევის და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან დაკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიოაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა იოდის პრეპარატებით შესაძლოა გახდეს შეუძლებელი. პოვიდონი-იოდი-DF-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული დროის ინტერვალის დაცვა შემდეგი სცინტიგრაფიის ჩატარებამდე.

შეუთავსებლობა
პოვიდონი-იოდი-DF შეუთავსებელია აღმდგენ ნივთიერებებთან, ალკალოიდების მარილებთან, მთრიმლავ მჟავასთან, სალიცილის მჟავასთან, ვერცხლთან, ვერცხლისწყლის და ბისმუტის
მარილებთან, ტოლუიდინთან, წყალბადის ზეჟანგთან, ფერმენტულ პრეპარატებთან.

განსაკუთრებული მითითებები
პოვიდონი-იოდი-DF-ს ჟანგვითი თვისებები იწვევენ მეტალების კოროზიას, მაშინ როდესაც პლასტმასის და სინთეთიკური მასალები არ არიან მგრძნობიარე პოვიდონი-იოდი-DF-ს მიმართ.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფერის ცვლილება, რომელიც, როგორც წესი, აღდგება. პოვიდონი-იოდი-DF-ს ხსნარი ადვილად ცილდება ტექსტილურ და სხვა მასალებს თბილი საპნიანი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები უნდა დამუშავდეს ამიაკის ხსნარით ან ნატრიუმის თიოსულფატით. აუცილებელია პაციენტის ქვეშ არ დარჩეს ზედმეტი ხსნარი. არ შეათბოთ ხსნარი გამოყენების წინ. პოვიდონი-იოდი-DF-ს გამოყენებამ ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთდროულად ან მათი გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ ოქტენიდინს, კანის იმავე ან სხვა უბანზე შეიძლება გამოიწვიოს მუქი ლაქების განვითარება დამუშავებულ ზედაპირზე. არ გამოიყენოთ მწერების, შინაური და გარეული ცხოველების ნაკბენებზე.

ბავშვთა ასაკი
6-18 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში სტომატიტის, გინგივიტის, აფთების, პაროდონტიტის, ალვეოლიტის მკურნალობისას გამოიყენება მხოლოდ აპლიკაცია პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ტამპონით, რომელიც დასველებულია პრეპარატით.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
არ ზემოქმედებს.

ჭარბი დოზირება
დიდი რაოდენობით შიგნით შემთხვევით მიღებისას რეკომენდებულია “იოდიზმის” განვითარების შესაძლებლობის დადგენა. პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა, ღებინების ხელოვნურად გამოწვევა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 მლ, 50 მლ, 100 მლ პრეპარატი პლასტმასის ფლაკონებში გამაფრქვეველი საცმით და დამცავი თავსახურით. თითო ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250Сზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი
შპს “დოსფარმი”, ყაზახეთი,
050034, ალმაატა, ჩაპლიგინის ქ. 3, ტელ: (727) 253-03-88

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
შპს “დოსფარმი” ყაზახეთი

პროდუქტიის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის დასახელება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც პასუხისმგებელია სამკურნალო
საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტრეგისტრაციულ დაკვირვებაზე
შპს “დოსფარმი”, ყაზახეთი, 050034, ალმაატა, ჩაპლიგინის ქ. 3, ტელ: (727) 253-07-07, (727) 253- 03-88, ელ.ფოსტა: dosfarm@dosfarm.kz