მენიუ

ენურინი

შემადგენლობა

შვიტა (Equisetum D3), 10 მლ კრაზანა (Hypericum D3) 10 და ეთილის სპირტი 45% – 5 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არეგულირებს საშარდე გზების კუნთოვანი სისტემის ტონუსს.

ჩვენებები

იხმარება ღამის ენურეზის (შარდის შეუკავებლობის), საშარდე გზებზე ოპერაციული მკურნალობის შემდგომ პერიოდში.

დოზირება

მიიღება 10 წვეთი 2-ჯერ დღეში ჭამის წინ 2 თვის განმავლობაში. ბავშვებს 2-დან 5 წლამდე ენიშნება 3 წვეთი, 5-დან 10 წლამდე – 5 წვეთი, და 10-დან 15 წლამდე 8 წვეთი 2-ჯერ დღეში ჭამის წინ 2-3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება 1 თვის შემდეგ. მისაღები დოზა იხსნება 50 მლ წყალში.

უკუჩვენება

გამოვლენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

გამოვლენილი არ არის.

გაფრთხილება

მკურნალობის პერიოდში სასურველია სითხის მიღების შეზღუდვა.

გამოშვების ფორმა

25 მლ ფლაკონი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

მწარმოებელი

შპს “იბერი”, თბილისი, ჭიაურელის 2.