მენიუ

ვიტამინი A 25000 სე რბილი ჟელატინის კაფსულა N24

შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ვიტამინი A (პალმიტატის სახით) 25000ს.ე.

მახასიათებლები:
ვიტამინი A წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანის ორგანიზმში ცხოველქმედების რამდენიმე ფუნქციის შენარჩუნებისათვის. მას გააჩნია რეტინოლის ბიოლოგიური აქტივობა და აუცილებელია როდოფსინის სინთეზირებისათვის, რომელიც ნორმალური მხედველობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიბნელეში. ის ურთიერთქმედებს თვალის ბადურის სხვადასხვა ოპსინებთან ფოტოსენსიტიური პიგმენტების წარმოსაქმნელად. ვიტამინი A თამაშობს ძირითად როლს მუკო- სეკრეციულ და კერატინულ ქსოვილებზე და მისი ნაკლებობა იწვევს ეპითელური უჯრედების კერატინულ მეტაპლაზიას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსეროფთალმია, კერატოზი და ინფექციების მიმართ გაზრდილი მგძნობელობა. ის ასევე იწვევს მასტაბილიზირებელ ეფექტს სხვადასხვა მემბრანებში და აუცილებელია სხეულის უჯრედების ნორმალური ზრდისათვის, განსაკუთრებით ძვლების ზრდის, რეპროდუქციული და ემბრიონული განვითარებისათვის.

ჩვენებები:

– ვიტამინი A-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ისეთი ნიშნების გამოვლენის დროს, როგორიც არის ღამის სიბრმავე, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, კანის ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, საშარდე გზების, რესპირატორული და კანის ინფექციების მომატებული შემთხვევებით;

– მდგომარეობები, როდესაც ვიტამინი A-ს აბსორბცია და შენახვა დარღვეულია ისევე, როგორც მძიმე ბილიარული ობსტრუქციისა და ღვიძლის ციროზის დროს.

– კანის ზოგიერთი დაავადებები, როგორიც არის ფსორიაზი და იქთიოზი.

დოზირება:
მსუბუქი ფორმის დროს, პროფილაქტიკა და მკურნალობა: 1-2 კაფსულა მიიღება კვების დროს ან საკვების მიღების შემდეგ, სამჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი ეფექტები:
შეწყვიტეთ ვიტამინი A-ს მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ აგღენიშნებათ ალერგიული რეაქცია (სუნთქვის გაძნელება, ყელის შეშუპება, ტუჩების, ენის, სახის შეშუპება, ქავილი).

უკუჩვენება:
გამოყენება პაციენტებში ვიტამინი A-ს მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

სიფრთხილის ზომები:
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ ვიტამინ A-ს მაღალ დოზებს, უნდა გაკონტროლდნენ ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის მხრივ. თანდაყოლილი ანომალიების შესაძლო საფრთხის გამო, ვიტამინი A არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

შეფუთვა:
კოლოფი შეიცავს 24 ან 100 რბილ ჟელატინის კაფსულას.

შენახვის პირობები:
შეინახეთ 15-30°C ტემპერატურაზე და დაიცავით ნესტისგან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ფარკო ფარმაცეუტიკალსი, კმ 31, ალექსანდრია-კაირო დეზერტ როუდი, ამრია, ალექსანდრია, ეგვიპტე.