მენიუ

პანთენოლი აეროზოლი

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი; 1გ პრეპარატი შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს (პროპელენტის გათვალისწინების გარეშე) (100%-ან ნივთიერებაზე გაანგარიშებით); დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი A) ემულგირებადი, მაკროგოლგლიცეროლ კოკოატი, მეთილპატაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილენგლიკოლი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, ტეტრაფტორეტანი.

სამკურნალო ფორმა: კანზედა ქაფი. თეთრი ფერის ქაფი სუსტი სპეციფიკური სუნით.

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.
შპს “მიკროფარმა”, უკრაინა, 61013, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., 20.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი
პრეპარატები ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ

ATC Code: D03AX03.

დექსპანთენოლი წარმოადგენს პანტოტენის მჟავის სპირტულ ანალოგს და გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური ეფექტურობა, როგორც პანტოტენის მჟავას, ნივთიერებათა შუალედური ცვლის გამო. პანტოტენის მჟავა და მისი მარილები წარმოადგენენ წყალში ხსნად ვიტამინებს, რომლებიც კოენზიმ A-ს სახით მონაწილეობენ მრავალ მეტაბოლურ პროცესებში. დექსპანტენოლის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს დაზიანებული კანის და/ან ლორწოვანი გარსების პანტოტენის მჟავაზე მომატებული მოთხოვნილების კომპენსირება. აქტიური სუბსტანცია აბსორბირდება კანით. შემდგომი კვლევები, რომლებიც ეხება მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმს კანსა და ლორწოვან გარსებში, არ ჩატარებულა.

გამოყენების ჩვენებები.
გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა დაზიანებების დროს, მათ შორის დაბეჟილობების, დამწვრობის, ასეპტიკური ოპერაციის შემდგომი ჭრილობების, კანის ტრანსპლანტაციის, ბულოზური და ბუშტუკოვანი დერმატიტების დროს.

უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

უსაფრთხოების სათანადო ზომები გამოყენებისას.
კონტეინერი წნევის ქვეშაა. აარიდეთ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას და 50°ჩ-ზე ზემოთ გაცხელებას. არ გახსნათ და არ დაწვათ ქაფის სრული გამოყენების შემდეგაც კი,
გადააგდეთ მხოლოდ აირის სრული დაცლის შემდეგ. არ გააფრქვიოთ ღია ცეცხლის ან გავარვარებული საგნების ახლოს. პრეპარატის პირველი გამოყენებისას საჭიროა კონტეინერის კარგად შენჯღრევა, პირველი პორციის გამოშვება ქაფის გაჩენამდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პრეპარატის დაზიანებულ ზედაპირზე დატანება. უნდა ავირიდოთ ქაფის თვალში მოხვედრა, ქაფის თვალებში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა მათი წყლით მობანა.

განსაკუთრებული მითითებები.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
პანტოტენატი აღწევს პლაცენტულ ბარიერში აქტიური ტრანსპორტის პროცესის გზით და აღწევს დედის რძეში მისი შთანთქმის პროპორციულად. რადგანაც დექსპანტენოლის სისტემური ხელმისაწვდომობა ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უცნობია, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს პანტენოლის აეროზოლის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში კანის დიდ ზედაპირზე, საჭიროა დედისათვის სარგებელის და ნაყოფისათვის/ბავშვისთვის შესაძლო რისკის სათანადოდ შეფასება. ორსულობის დროს შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულებით. ძუძუთი კვების დროს ძუძუს თავის ნახეთქების სამკურნალოდ გამოყენებისას, პრეპარატი უნდა მოიშოროთ წყლით ბავშვის კვების დაწყებამდე.

ზემოქმედების შესაძლებლობა რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრასნპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
სპეციალური გაფრთხილება არ არსებობს.

ბავშვები.
ბავშვებში პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ექიმის დანიშნულებით და უფროსების დაკვირვების ქვეშ.

გამოყენების წესი და დოზირება.
პანტენოლს აეროზოლს თანაბრად ასხურებენ დაზიანებულ მონაკვეთზე ერთხელ ან რამდენჯერმე დღეში. პრეპარატის გაფრქვევისას, კონტეინერი დაიჭირეთ ვერტიკალურად, სარქველით ზემოთ. ხარისხიანი ქაფის მისაღებად საჭიროა კონტეინერის ენერგიულად შენჯღრევა თითოეული გამოყენების წინ, განსაკუთრებით, თუ იგი არ ყოფილა გამოყენებული დიდი ხნის
განმავლობაში. თუ პრეპარატი გამოიყენება პირველად, თავიდან შეიძლება გაიფრქვეს მხოლოდ პროპელენტი, ქაფის წარმოქმნამდე. მიიტანეთ საცმი დაზიანებულ მონაკვეთთან და ფრთხილად დააჭირეთ მას, პრეპარატის თანაბარი გაფრქვევით დაზიანებულ მონაკვეთზე 10-20 სმ მანძილზე 1-2 წამის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ პანტენოლი აეროზოლი გამოიყენება სახის მონაკვეთზე, არ არის რეკომენდირებული
მისი შესხურება უშუალოდ სახეზე. სასურველია პრეპარატის დასხურება ხელზე და შემდეგ მისი განაწილება სახის შესაბამის ნაწილზე. არ შეისხუროთ თვალებში, უშულოდ პირში ან ცხვირში.

ჭარბი დოზირება.
პანტენოლის აეროზოლის გამოყენებისას ინსტრუქციის თანახმად ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, ტოქსიკური ეფექტები არ არის მოსალოდნელი. კუჭ-ნაწლავის დარღვევების აღნიშვნის შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომატურია.

გვერდითი ეფექტები.
ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტის, ალერგიული დერმატიტის, ქავილის, ერითემის, ეგზემის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანის გაღიზიანების და ბუშტუკების ჩათვლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
პანტენოლის აეროზოლის გამოყენებისას ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია.

ვარგისიანობის ვადა.

2 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.

შეფუთვა.
116 გ ალუმინის კონტეინერებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.