მენიუ

Femigin B sache N10

ანტისეპტიკური გამოსარეცხი საშუალება

შემადგენლობა:
ყოველი პაკეტი (2.4 გ) შეიცავს:
ნატრიუმის ლაურილსულფატი 63 მგ.
სიმეთიკონი 15 მგ.
ნატრიუმის ფოსფატი უწყლო 500 მგ.
ნატრიუმის ქლორიდი 785 მგ.

თვისებები:
ფემიჯინ B არის ოთხი ინგრედიენტის დაბალანსებული შემადგენლობის მქონე ჰიგიენური ფხვნილი. პირველი ინგრედიენტი – ნატრიუმის ლაურილსულფატი არის სადეზინფექციო საშუალება, დამატენიანებელი და არაჩვეულებრივი გამწმენდი ეფექტებით. გააჩნია ძლიერი ბაქტერიოსტატური მოქმედება, განსაკუთრებით გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. მეორე ინგრედიენტს – სიმეთიკონს გააჩნია დაბალი ზედაპირული წნევა ერთგვაროვანი დამატენიანებელი მოქმედებით, რაც ხელს უწყობს შეღწევას ვაგინალურ კრიპტებში და საშვილოსნოს ყელში. ნატრიუმის ფოსფატი, რომლის პH არის დაახლოებით 8.5, მოქმედებს ბუფერის სახით და ხელს უწყობს ვაგინალური სეკრეტის ჭარბი მჟავიანობის ნეიტრალიზებას და აღადგენს საშოს ნორმალურ პH მჟავიანობას. ნატრიუმის ქლორიდი უზრუნველყოფს ვაგინალური ქსოვილების ოსმოსური წნევის შენარჩუნებას. წყალში გახსნისას წარმოიქმნება ფემიჯინ B-ს ანტისეპტიკური გამოსარეცხი ხსნარი, რომელიც ახდენს ზედმეტი ლორწოვანი და ვაგინალური გამონადენის მოცილებას საკმაოდ ეფექტურად და ჯანსაღი ვაგინალური ლორწოს შენარჩუნებას.

ჩვენებები:

  • დამხმარე საშუალება ვაგინიტის მკურნალობისას;
  •  ვაგინალური სეკრეტის მაღალმჟავიანობით გამოწვეული საშოს გაღიზიანებისა და ტკივილის დაძლევა და ჯანსაღი ვაგინალური ლორწოს შენარჩუნება;
  • გამწმენდი საშუალება ვაგინალური კონტრაცეპტივების ჩადების შემდეგ;
  • პროფილაქტიკური ვაგინალური გამწმენდი საშუალება.

გამოყენების წესი:
1-2 პაკეტი უნდა გაიხსნას ერთ ლიტრ თბილ წყალში. გამოიყენება საშოს გამორეცხვისთვის. გამოიყენება იმ დრომდე, ვიდრე სიმპტომები არ გაქრება ან ექიმის დანიშნულებით. საშოს პროფილაქტიკური გამორეცხვის მიზნით ფემიჯინ B გამოიყენება არაუმეტეს კვირაში ორჯერ.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ფხვნილის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
ფემიჯინ B-ს ფხვნილი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. გამორეცხვის დროს არ შეიძლება ძალის დატანება, რათა თავიდან იქნას აცილებული საშოს გადავსება გამოსარეცხი ხსნარით და შემდგომში სითხის გადასვლა საშვილოსნოში.

გვერდითი ეფექტები:
ფემიჯინ B არის უსაფრთხო და ხასიათდება კარგი ამტანობით. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება ქალის ნორმალური ჰიგიენის დროს გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს უკუნაჩვენებია ვაგინალური გამორეცხვის ჩატარება. ფემიჯინ B-ს გამოყენება ლაქტაციის დროს უსაფრთხოა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ არის დაფიქსირებული.

გავლენა ლაბორატორიულ ანალიზების შედეგებზე:
არ არის დაფიქსირებული.

ჭარბი დოზა და მკურნალობა:
არ შეესაბამება.

შეფუთვა:
კოლოფში 10 პაკეტი (თითოეული 2.4 გ).

შენახვის პირობები:
ინახება (15-300ჩ) ტემპერატურაზე, ტენისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილს.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.